კომენტარები : "ფრაიბურგი" 0 - 4 მიუნხენის "ბაიერნი" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კომენტარები : "ფრაიბურგი" 0 - 4 მიუნხენის "ბაიერნი"

კომენტარები : "ფრაიბურგი" 0 - 4 მიუნხენის "ბაიერნი"

5-03-2018, 11:55 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
კვირას, 4 მარტს გერმანიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგს" ეწვია და მეტოქე გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით (0-4) დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბავარიელებმა მორიგი სამი ქულა მიითვალეს, რითიც კიდევ უფრო განიმტკიცეს, ბუნდესლიგაში არსებული ერთპიროვნული ლიდერობა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი -"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს "ფრაიბურგი" საშინაო კედლებში, შეგვიძლია მიღებულ რეზულტატს შესანიშნავიც კი ვუწოდოთ. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, ჩვენი მოქმედება საოცარი იყო. კარგად ვუტევდით, ხოლო როდესაც ამის საჭიროება დგებოდა, უკან ვიხევდით და თამაშს ვამშვიდებდით. ასევე აღსანიშნავია, რომ სივრცეებს ჩინებულად ვაკონტროლებდით. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩვენ ვითამაშეთ როგორც უმაღლესი კლასის გუნდმა. დღეს მე საკუთარი ფეხბურთელებით უაღრესად კმაყოფილი ვარ, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი."

თომას მიულერი -"შეხვედრის საწყის წუთებში ორი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რა დროსაც "ულემ" შესანიშნავად იმოქმედა. მთლიანობაში "ბავარია" ძალზედ აქტიური იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "ფრაიბურგში" თამაში ტრადიციულად ყოველთვის რთულია. ეს ფეხბურთის წესია, კარგად ვმოქმედებდით, რამაც ჩვენი დამსახურებული გამარჯვება გამოიწვია"

კრისტიან შტრაიხი ("ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელი) -"სანამ შეხვედრაში ანგარიში 0-1 გახდებოდა, ჩვენ კარგად ვთმაშობდით, თუმცა მაინც არასაკმარისად დამაჯერებლად. ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ამის შემდგომ თომას მიულერმა, მისთვის დამახასიათებელი ჩვეული მანერით, გოლი გაიტანა. ჩვენ არ გაგვიმართლა. გაწბილებული ვარ იმით, თუ როგორ დავიწყეთ თამაში. თუ ჩვენ მოვახერხებდით საკუთარი მომენტების რეალიზაციას და ანგარიშს გავხსნიდით, სტადიონზე საუცხოო გარემო შეიქმნებოდა, რაც დამატებით ძალებს შეგვმატებდა. მაგრამ თუ შენ კარგ თამაშს არ დემონსტრირებ, ყველაფერი ზემოხსენებული უბრალოდ შეუძლებელი ხდება."

ალექს შვოლოვი ("ფრაიბურგის" კიპერი) -"თამაშში კარგად შევედით. ორივე გუნდმა, მეტოქე კარის მიმართულებით, დარტყმები გაცვალა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით არსებული მომენტის რეალიზება. ამის შემდეგ კი არ გაგვიმართლა. მქონდა განცდა, თითქოს დღეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა, ხოლო "ბაიერნის" შემთხვევაში პირიქით, ეს მათი დღე იყო. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი რაც კი შეგვეძლო, მაგრამ "ბავარია" დღეს უბრალოდ, ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა"
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.