» » ჰაინკესმა მალკომისადმი კლუბის ინტერესი დაადასტურა

ჰაინკესმა მალკომისადმი კლუბის ინტერესი დაადასტურა

7-03-2018, 22:42 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესმა მალკომისადმი კლუბის ინტერესი დაადასტურა
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დაადასტურა, რომ რეკორდაისტერი დაინტერესებულია „ბორდოს“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი მალკომით.

„მე არც თუ ისე ბევრი რამ ვიცი ამ ფეხბურთელის შესახებ, მაგრამ ის, ისევე როგორც კიდევ მრავალი სხვა ფეხბურთელი ჩვენი სკაუტების დეპარტამენტის თვალთახედვის ცენტრში იმყოფება ნამდვილად, რომელსაც ჰასან სალიხამიჯიჩი კურირებს. სალიხამიჯიჩს ნათელი იდეები გააჩნია და თავის გეგმებს წინ ავითარებს. მან ზუსტად იცის, თუ როგორი ფეხბურთელების ხილვა სურს კლუბში. მის რადარზე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

21 წლის ფეხბურთელით ინგლისური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, ტოტენჰემი და არსენალი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მეთოფეები“ ახალგაზრდა ვინგერის დამატებას £37.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად ცდილობდნენ, თუმცა „ბორდოს“ ხელმძღვანელობამ ისინი უარით გაისტუმრა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.