» » რუმენიგე ინგლისურ კლუბებსა და უეფას აკრიტიკებს

რუმენიგე ინგლისურ კლუბებსა და უეფას აკრიტიკებს

9-03-2018, 00:21 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგე ინგლისურ კლუბებსა და უეფას აკრიტიკებს
“ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიებასა და კონტრაქტების დადების თაობაზე ინგლისური კლუბების მეთოდები გააკრიტიკა. ადრე, გერმანელმა ფუნქციონერმა პრემიერ-ლიგის კლუბების ამგვარი მეთოდები ახალგაზრდების გატაცებას შეადარა.

„მე შევამჩნიე, რომ ინგლისური კლუბები ფეხბურთელებს 10-12 წლის ასაკიდანვე აკვირდებიან, ასევე მათ არწმუნებენ მათ გუნდში გადასვლაში, მათი მშობლებისადმი დიდი რაოდენობის ფულის შეთავაზებით. ეს შემაშფოთებელია. ჩვენ მზად ვართ მათ კონკურენცია გავუწიოთ, მაგრამ ნებისმიერი გზით არა. ჩვენმა სკაუტებმა კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყეს მუშაობა და ჩვენ მზად ვართ უფრო დიდი თანხები დავხარჯოთ სელექციაზე, ვიდრე ადრე ვხარჯავდით. თუმცა, ყოველთვის ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას: როდის დადგება ის მომენტი, რომ შევჩერდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ახალი მესის ძიებაშია?“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს ESPN US.

რუმენიგემ ამავე ინტერვიუში უეფას ფეირ-ფლეი გააკრიტიკა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ იყო მიღებული და სადაც ორმაგი სტანდარტები გამოიყენება.

„ფინანსური ფეირ-ფლეის იდეა კარგი იყო. მაგრამ საჭირო გახლდათ მკაცრად გაეკონტროლებინათ ამ წესების შესრულება. „მკაცრად“ სიტყვის ქვეშ მე ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი ვინც კი დაარღვევდა ამ წესს ან მოინდომებდა ეშმაკური გზებით მის შემოვლას უნდა დასჯილიყო. სამწუხაროდ, ეს არასოდეს არ ხდებოდა. უეფამ არ დაგვანახა არც სურვილი და არც ნება თანმიმდევრულად დაეცვა ფინანსური ფეირ-ფლეის წესები“, - განაცხადა რუმენიგემ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.