» » მიულერი: "უემბლი დიდი ხნის წინ იყო და ეს ძალიან მაღიზიანებს"

მიულერი: "უემბლი დიდი ხნის წინ იყო და ეს ძალიან მაღიზიანებს"

9-03-2018, 01:30 dachi8 სიახლეები / ინტერვიუ 0

მიულერი:
გულშემატკივრებმა ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მწვრთნელი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მასზე მხოლოდ მაღალ ტონებში საუბრობენ. კარგი მიზეზია თომასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩასაწერად. fcbayern.com გვთავაზობს თომას მიულერის ინტერვიუს მოკლე ვერსიას.


- თომას, იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ გუნდი ერთი თამაშის მოგებიდან, მეორის მოგებაზე გადადის. პრესაში 2012/13 წლის სეზონთან პარალელები ივლება, რომელშიც ტრებლი იზეიმეთ. რას გრძნობ შენ ამასთან დაკავშირებით?

მიულერი „ეს შედარება თავისთავად მოდის. რა თქმა უნდა, ყველა გულშემატკივარს სწყურია. რომ რაღაც დიდებული მოხდეს. კლუბში ჩვენ ვცდილობთ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. თავისთავად, ჩვენს წინაშე დიდი მიზნებია, ჩვენ ყველას გვსურს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. ბოლოს ეს ჩვენ 5 წლის წინ მოვახერხეთ. ასეთი რამის დაგეგმვა შეუძლებელია“

- 1/8-ის პირველ მატჩში თქვენ „ბეშიქთაშთან“ 5:0 ანგარიშით მოიგეთ. რას ელი საპასუხო მატჩისგან?

მიულერი: „ჩვენ ვიცით, რომ „ლაიფციგს“ სტამბულში ადგილობრივ ატმოსფეროსთან მიმართებაში პრობლემები ჰქონდა და საბოლოოდ მათ წააგეს. მაგრამ, 1-ლი მატჩი ჩვენ 5:0 მოვიგეთ, ჩვენ „ბავარია“ ვართ და შორს გასვლა გვსურს! ეს ჩვენი მოთხოვნაა! იმ შემთხვევაშიც კი თუ გავითვალისწინებთ პირველ მატჩში „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელის გაგდებას, ჩვენ შევამჩნიეთ რომ წინ ბევრი თავისუფალი ზონა გვქონდა. საპასუხო მატჩშიც ასევე გვსურს ჩვენი მომენტების გამოყენება. ჩვენ არ ვაპირებთ სტამბულში ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს. სულმოუთმენლად ველით ამ თამაშს, ატმოსფეროს და გვსურს კარგი თამაშის ჩვენება“.

- როდესაც ხამესი „ბავარიაში“ გადმოვიდა, ყველანი მას შენს კონკურენტად მიიჩნევდნენ, ახლა კი თქვენ მოედანზე ერთად მშვენივრად გამოიყურებით, როგორ მოხდა ასე?

მიულერი: „სიტუაცია არასოდეს არ შეფასებულა რეალისტურად. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ჩვენ ერთი და იგივე პოზიციაზე ვთამაშობდით და ხამესი ანჩელოტის ფავორიტი იყო. ხოლო რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხამესი შესანიშნავად ადაპტირდა ჩვენთან. სინამდვილეში კი ის მხოლოდ იუპ ჰაინკესის მეთაურობის ქვეშ განვითარდა და გუნდს ბევრი რამ მოგვცა. ჩვენ შესანიშნავად შევეწყეთ ერთმანეთს, ის იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც უყვარს პასების დარიგება, მე კი მისი მიღება“.

- იუპ ჰაინკესი ბევრს გაქებს: „ამგვარი ფეხბურთელი მთელს ევროპაში არ არსებობს“ ეს ციტატა უკვე კიდია ჩარჩოში შენს სახლში?

მიულერი: „ყველაფერ იმასთან ერთად, თუ რას ამბობენ და რას წერენ შენზე, თავში საკუთარი ფილტრი უნდა გქონდეს, ეს ქებასაც და კრიტიკასაც ეხება. ვიცი, რომ გუნდისათვის საჭირო თვისებები გამაჩნია - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ხნის განმავლობაში არ ვიქნებოდი ამ გუნდის წევრი. თუ მსოფლიო საზომიდან ვზომავ ინდივიდუალურ თვისებებს, როგორიცაა სისწრაფე, ორთაბრძოლა, კარში დარტყმები მაშინ შემიძლია მხოლოდ მაღალი საშუალო შეფასება მივცე ჩემს თავს, მაგრამ ვთვლი, რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებ მთლიანობაში მნიშვნელოვანია. საჭირო დროს სწორი არჩევანის გაკეთება ხდის ამას შეუფასებელს“,

- როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს მისამართით ქებაზე?

მიულერი: „იუპ ჰაინკესმა დაბრუნების პირველივე დღიდან მაგრძნობინა, რომ ის მე მხარს დამიჭერდა. რა თქმა უნდა სასიამოვნოა ქების მოსმენა შენი მისამართით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს შენი მაჩვენებლებია. უფასო ბილეთს არავინ არ მიიღებს - მითუმეტეს „ბაიერნში“. ფეხბურთელი იმდენადაა კარგი, რამდენადაც მისი წინა თამაში. არ შეიძლება რამოდენიმე კარგი მატჩის შემდეგ დასვენებას მიეცე. განსაკუთრებით ყველამ დაინახა „ბეშიქთაშთან“ მატჩში, რომ მწვრთნელს ზოგჯერ უხდება არასასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება თუ ყველა ფეხბურთელი მზადაა და ჯანმრთელადაა“.

- შენ უკვე ყველაფერი მოიგე, მაგრამ შენს 28 წლის ასაკში ახლა შეხვედი ფეხბურთის საუკეთესო წლებში...

მიულერი: „ადრე მოყოლილი აქვთ მსგავსი (იცინის).ახლახანს ნაკრებში 30 წლისებს უწევდათ თამაშის შუაგულში ყოფნა“.

- რას ელოდები საკუთარი თავისგან?

მიულერი: ჩემი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი. ფეხბურთში ეს მთელი უსასრულობაა. ჩვენი, საერთო მიზანი - ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევაა. ჩვენი თაობა არ აპირებს მხოლოდ 2013 წლის მიღწევებით კმაყოფილებებას. უემბლი დიდი ხნის წინ იყო და ეს უკვე მე ძალიან მაღიზიანებს“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.