» » ბავარიამ კიმიხთან გაახანგრძლივა

ბავარიამ კიმიხთან გაახანგრძლივა

9-03-2018, 15:14 dachi8 სიახლეები 1

ბავარიამ კიმიხთან გაახანგრძლივა
“მიუნხენის“ ბაიერნი და იოშუა კიმიხი (23) ერთად თანამშრომლობას გააგრძელებენ მინიმუმ 2023 წლი 30 ივნისამდე. კლუბმა და ფეხბურთელმა ვადამდე ადრე კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც 2020 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.

„ბოლო 2,5 წლის განმავლობაში იოშუა ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან ელემენტად გარდაიქმნა. ამიტომ ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ, რომ შევძელით ვადაზე ადრე მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. მისი შესანიშნავი პროგრესის წყალობით მარჯვენა ფლანგზე, „ბავარიამ“ შეძლო ამ საკითხის გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ჰასან სალიხამიჯიც ვერ მალავდა კმაყოფილებას: „იოშუა თავის ახალგაზრდა წლებში მზადაა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აიღოს. იოშუა - მნიშვნელოვანი ელემენტია „ბავარიის“ მომავლისათვის. მასთან ერთად ჩვენ დიდი წარმატებების იმედი გვაქვს უახლოეს წლებში“.

ბავარიამ კიმიხთან გაახანგრძლივა


იოშუა კიმიხი: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვადამდე ადრე გავახანგრძლივე კონტრაქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ კლუბი და ოფიციალური პირები მენდობიან და მომავალში „ბავარიის“ წარმატების მნიშვნელოვან ელემენტად მიმიჩნევენ. მე ამაყი ვარ ამით! მადლობელი ვარ, იმით, რომ უმაღლეს დონეზე განვითარების სესაძლებლობა მომცეს. ამან საშუალება მომცა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი მეთამაშა. კლუბი, ისევე როგორც მე, მაღალ ამოცანებს ისახავს მიზნად მომავალ წლებში. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწიოს“.

იოშუა კიმიხის აგენტი ული ფერბერი: „იყო მოთხოვნები სხვა კლუბებიდან, დიდ კლუბებს სირდათ კიმიხის შეძენა, მაგრამ ის არასოდეს არ განიხილავდა „ბავარიიდან“ წასვლას. მას სურს „ბავარიის“ ერთ-ერთი სახე გახდეს“.

იოშუა კიმიხი „ბავარიაში“ „ლაიფციგიდან“ 2015/16 წლის სეზონში გადმოვიდა. ამ ხნის განმავლობაში მან რეკორდმაისტერის რიგებში 109 შეხვედრა ჩაატარა (19 გოლი). ასევე ის გერმანიის ნაკრების მნიშვნელოვანი შემადგენელო ნაწილი გახდა და მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში საფრანგეთში. ხოლო. გასულ წელს იოშუა კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა.
1
0

kimmich (9 მარტი 2018 21:44)

შენ გენაცვალე ჯოშშშშ bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.