» » მიულერი: კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ

მიულერი: კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ

13-03-2018, 14:39 -ss- სიახლეები / ანონსი 0

მიულერი: კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ
14 მარტს, მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მორიგ დაპირისპირებას გამართავს. სტამბოლში ჩანიშნული მატჩი, ფეხბურთის მოყვარულებს, დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. "ბავარიელთა" ბანაკში სრული საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული. "მხურვალე ატმოსფერო იქნება, ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ კარგი თამაში და გამარჯვებას მივაღწიოთ"- ეს, "რეკორდმაისტერის" უკანახაზელის მატს ჰუმელსის სიტყვებია.

მიუხედავად, პირველი მერვედფინალური მატჩის შედეგისა (5-0), მიუნხენური კლუბი თურქეთში, მხოლოდ მოსაგებად მიემგზავრება. "იქ ჩვენ ექსკურსიაზე არ მივდივართ. ეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩია. მაქსიმალურად სერიოზულად უნდა განვეწყოთ"-აცხადებს მიუნხენელთა თილისმა თომას მიულერი. რომელიც ორშაბათს, ისევე როგორც არიენ რობენი, რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ რიბერი და დავიდ ალაბა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.

"სტამბოლში გასამართ შეხვედრაში, ჩვენი განწყობა უნდა იყოს ისეთი თითქოს, პირველი მატჩი ანგარიშით 0-0 დამთავრდა. 5-0 კომფორტული უპირატესობაა. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. იქ განსაკუთრებული ატმოსფეროა, ამით ჩვენ სიამოვნება უნდა მივიღოთ, თუმცა ზედმეტადაც არ უნდა გავერთოთ და ფეხბურთს არ უნდა მოვწყდეთ"-დაასრულა მიულერმა.

ზემოხსენებული ორთაბრძოლა, მიუნხენის "ბაიერნსა" და საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშს" შორის, 14 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.