მიულერ-ვოლფარტი: გვარდიოლა ბავარიას უკან სწევდა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მიულერ-ვოლფარტი: გვარდიოლა ბავარიას უკან სწევდა

მიულერ-ვოლფარტი: გვარდიოლა ბავარიას უკან სწევდა

14-03-2018, 02:19 dachi8 სიახლეები / სხვადასხვა 2

მიულერ-ვოლფარტი: გვარდიოლა ბავარიას უკან სწევდა
გერმანიაში, რამოდენიმე დღის წინ გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ექიმის ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტის ავტობიოგრაფია გამოქვეყნდა სახელწოდებით - „ხელებით „ხედვა“: ჩემი ცხოვრება და ჩემი მედიცინა“. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ავტოროტეტული სპორტული ექიმია. მასთან პრაქტიკულად ყველა გერმანელი სპორტსმენი მკურნალობს, მასთან მკურნალობდა სტივენ ჯერარდი, უსეინ ბოლტი და სხვა მრავალი. სხვათაშორის ბოლტმა მიულერ-ვოლფარტის ავტობიოგრაფიულ წიგნში კომენტარიც კი დაწერა.

Bild-ის გამომცემლობა ექიმის ავტობიოგრაფიიდან მხოლოდ 5 ნაწყვეტს გვთავაზობს. აქედან პირველი უკვე გამოსულია და ის მიულერ-ვოლფარტსა და პეპ გვარდიოლას ჩხუბს ეძღვნება. მას შემდეგ რაც, ექიმი 2015 წელს პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტში შევიდა, ის „ბავარიიდან“ წავიდა და მხოლოდ 2017 წლის ნოემბრის თვეში დაუბრუნდა კლუბს, როდესაც ექიმი ფოლკერ ბრაუნი კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გთავაზობთ, პირველ ნაწყვეტს მიულერ-ვოლფარტის ავტობიოგრაფიიდან.

პეპ გვარდიოლას დროს „ბავარიაში“ შიდა კლიმატი შეიცვალა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ის მე და ჩემს გუნდს არ ენდობოდა. ერთის მხრივ, ის სრულიად არ ინტერესდებოდა სამედიცინო საკითხებით და მეორეს მხრივ ჩვენგან სასწაულს ითხოვდა.

ჩვენი პირველი შეხვედრა ქალაქ რივა-დელ-გარდში შედგა. პირველი დღე სრულიად ნორმალური იყო, მეორეც, ხოლო, მესამე დღეს ჩემთან გვარდიოლა მოვიდა და არაფრის გამო საყვედურებით ამავსო: „რა ხდება აქ? ვფიქრობდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო შტაბის მქონე გუნდში მოვედი, ჩვენ კი 2 დიდი ხნის ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც დიაგნოზის მიხედვით უკვე ჯანმრთელად უნდა იყვნენ. რა არის ეს?“. მან ეს აგრესიულ და საყვედურის ტონში თქვა. (...)

ის მე თავის ქვეშევრდომად მთვლიდა

სავარჯიშო ბანაკის შემდეგ (ტბა გარდასთან) დაძაბულობა იზრდებოდა. გვარდიოლა ითხოვდა, რომ მე თითოეულ ვარჯიშს დავსწრებოდი. ის მე თავის ქვეშევრდომად მთვლიდა, რომელიც ნებისმიერ დროს მის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. მე ვუთხარი მას, რომ იმის მიუხედავად, რომ „ბავარიაში“ მუშაობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ამასთან მე ჩემი პრაქტიკაც მაქვს. მაგრამ ეს მას არ აინტერესებდა. თავიდან ის ჩემში ცდებოდა და ფიქრობდა, რომ ჩემთან ადვილი იყო გამკლავება. მაგრამ როდესაც შეამჩნია, თუ როგორი მხარდაჭერა მაქვს გუნდში და კლუბში, ის უფრო მეტად გაღიზიანდა.

მაშინ მასმედიაში გვარდიოლას მწვრთნელ-ნოვატორს ეძახდნენ, მწვრთნელ-რევოლუციონერსაც კი. მაგრამ „ბავარიას“ ის უკან-უკან სწევდა. ყველაფერი ისე შორს წავიდა, რომ მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ყველა ჩვენი მოფიქრებული და დამტკიცებული წლების მიერ პროგრამა ვარჯიშებზე მომზადებისთვის.

მე მახსოვს სეზონი იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ 3 კუნთის ტრავმა იყო. ეს ნამდვილად პატარა ციფრია თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელებზე დატვირთვას. და მე აქ ვეყრდნობი არა ჩემს მოგონებებს ან შეგრძნებებს არამედ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც უეფას ელიტური კლუბების ტრავმების კვლევებს ეყრდნობოდა.


გვარდიოლა ყველაფერში „უკეთ“ ერკვეოდა

შემდეგ მოვიდა პეპ გვარდიოლა... და პირველივე სეზონში ჩვენ გაცილებით მეტი ტრავმა გვქონდა, ვიდრე 2012/13 წლის სეზონში. და ის ყველაფერში „უკეთ“ ერკვეოდა: სწრაფ ტემპში 5 წუთიანი მოთელვა საკმარისი უნდა ყოფილიყო გვარდიოლას აზრით. ეს კი კარგად არ დასრულდებოდა. უკვე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დროს მაროკოში 2013/14 წლის სეზონის ბოლოს ყველა დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევდა, რომ „ბავარიის“ ფეხბურთელები ფორმაში არ იყვნენ.

მაგრამ მე ვერ შევძელი პეპ გვარდიოლამდე ჩემი მუშაობის აზრები და იდეები მიმეწოდებინა. ჩემი შეტყობინებებიც კი ტრავმირებულ ფეხბურთელებზე მას არ აინტერესებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მე მასთან საუბარი მსურდა, ის უბრალოდ ზურგს მაქცევდა და მიდიოდა (...)

სხვა მწვრთნელები ყურადღებით ეკიდებოდნენ ჩემს საქმიანობას

იუპ ჰაინკესთან, ლუი ვან გაალთან, ოტმარ ჰიტცფელდთან ან უდო ლატეკთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. ისინი ყოველთვის კარგად ინფორმირებულნი იყვნენ ჩემი მუშაობის მეთოდებით და ამიტომ მენდობოდნენ მე. გვარდიოლასაგან განსხვავებით, ისინი გასახდელს სტუმრობდნენ და ჩემს მუშაობას ესწრებოდნენ ფეხბურთელებთან, თუ როგორი სიზუსტით და კონცენტრაციით წყდებოდა პრობლემები, იცოდნენ, რომ ყველა სამედიცინო დახმარება ყველა წესის დაცვით ხდებოდა, კორტიზონისა და ტკივილგამაყუჩებლების გარეშე.

მომდევნო თვეებში დაძაბულობა ჩემსა და გვარდიოლას შორის უფრო მეტად იზრდებოდა. თითოეულ ჯერზე, როდესაც თამაშიდან ტრავმირებულ ფეხბურთელს ვხსნიდი, მწვრთნელი ბრაზობდა და იძახდა - „ეს ხომ სასაცილოა, მას შეეძლო თამაში ჩაემთავრებინა“, - რისხვით იძახდა ის.

ჩვენ, გვარდიოლასთან ერთად დიდ მაგიდას ვუსხედით, რომლის გარშემოც ფეხბურთელები საუზმობდნენ. ჭურჭელი ჯერ კიდევ არ იყო ალაგებული. ეს საუბარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სკანდალი გამოვიდა. მე სრულიად დავკარგე თვითკონტროლი, გვარდიოლას ვუყვირე და მაგიდას ისე დავარტყი მუშტი, რომ თეფშები და ჭიქები შეზანზარდნენ. პირველად ჩემი მუშაობის განმავლობაში მე ხმას ავუწიე. არ შემეძლო იმის გაგება, რომ მწვრთნელი, რომელიც იმდენი წლისაა, რამდენი წელიც მე „ბავარიაში“ გავატარე, სრულიად არ ინტერესდებოდა ჩემი აზრით და ჩემს გამოცდილებასაც იგნორს უკეთებდა (...)

პეპ გვარდიოლას მე თავის თავში არასაკმარისად თავდაჯერებულ ადამიანად ვთვლი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს სხვებისგან დამალოს. ამიტომ ის ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მუდმივ შიშში ცხოვრობს. მას იმდენად წაგების არ ეშინია, რამდენადაც ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვის (...)

ჩემს ცხოვრებაში „ბავარიასთან“ საბედისწერო დღე 2015 წლის 15 აპრილი გახდა. ამ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო და „ბავარია“ „პორტუსთან“ თამაშობდა. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ და 1:3 წავაგეთ.


მთელი გუნდის წინაშე თავს დამესხნენ

იმ დროს როდესაც ფეხბურთელები უკვე იწვნენ და მათზე ფიზიოთერაპევტები მუშაობდნენ, მთელი გუნდის წინაშე თავს დამესხნენ და ბრალი დამდეს დიდი რაოდენობის ფეხბურთელების ტრავმიანობაში. დამნაშავე აღმოვჩნდი ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის გამო და საბოლოო ჯამში წაგებაშიც. არ შეიძლებოდა, რომ ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი 6 კვირას გაგრძელებულიყო, ხოლო ესპანეთში მხოლოდ 14 დღე (...)

ჩემი თავმოყვარეობა ღრმად შელახული იყო

მიუნხენში დაბრუნებისთანავე ჩემს კლინიკაში მივედი და კოლეგებს შევატყობინე თუ რა მოხდა პორტუში. საღამოს ჩემს მეუღლეს და შვილს ვესაუბრე და გადავწყვიტე, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა: კლუბში 38 წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან წავედი.

ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ დაწერა კომენტარი მიულერ-ვოლფარტის წიგნში. მათ შორის ჰერბერტ გრიონემაიერი, ული ჰიონესი, ოტმარ ჰიტცფელდი, იუპ ჰაინკესი, ფრანც ბეკენბაუერი, იოაჰიმ ლიოვი, უსეინ ბოლტი და სხვები არიან. ული ჰიონესმა რამოდენიმე სიტყვა დაწერა წიგნის ერთ-ერთ თავში სახელწოდებით „ჩემი ახალი სამშობლო. მიუნხენის „ბავარიის“ გუნდის ექიმი“. ისინი პირველ რიგში ექიმისა და გვარდიოლას კონფლიქტს ეხება:


„ვფიქრობ, რომ მაშინ მე იძულებით იზოლაციაში რომ არ ვყოფილიყავი, შევძლებდი მიულერსა და გვარდიოლას შორის წარმოშობილ კონფლიქტს გავმკლავებოდი. პეპ გვარდიოლა - ძალიან ამაყი კატალონიელია და ესპანელ მწვრთნელებს სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვთ კლუბის სამედიცინო შტაბთან.
ხოლო, მიულერი ძალიან ამაყი ექიმია, რომელსაც არ სურს თავისი მკურნალობის წარმატებული მეთოდების განხილვა. 2015 წლის გაზახფულზე ეს ორი მხარე ერთმანეთს დაუპირისპირდა. აკლდათ ბუფერი, რომელიც მე ვიყავი ყოველთვის. სცენები, რომლის მსგავსიც პორტუს წაგების შემდეგ (1:3) იყო, ადრეც ხდებოდა წაგებების შემდეგ, უფრო ხშირადაც, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია.
ის, რომ „ბავარია“ ასეთი წარატებული კლუბი გახდა, ეს შესანიშნავ სამედიცინო შტაბთანაა დაკავშირებული, პასუხისმგებლობა, რომელიც ჰქონდა, კვლავ მიულერის მხრებზეა. კლუბი მისით ძალიან მადლიერია“, - წერს ული ჰიონესი.
2
0

-ss- (15 მარტი 2018 11:11)

ცუდ დროს დაემთხვა ულის გასროკვა :))) თორე ესე არ გაგრძელდებოდა ეს ამბავი.
2

dachi8 (14 მარტი 2018 02:22)

ამის დანახვა შეუძლებელი იყო, თუ რამდენად დახია გუნდი უკან არაკაცმა გვარდიოლამ. რაც მაგან ბავარიას მოუტანა, ეგ ისტორიას არ ახსოვს მთელი თავისი ხნის განმავლობაში ასეთი ანგარიშებით წაეგო რეალთან, უფრო სუსტი ფეხბურთელებითაც კი, ვინც გვარდიოლაზე იტყვის კარგი მწვრთნელიაო, უბრალოდ სხვების სიტყვების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ეგაა.

მშიშარაა, წავიდა ბაიერნიდან, რადგან ზუსტად იცოდა, გერმანიაში ვერაფერს ვერ გააწყობდა. წავიდა სიტიში სადაც ნებისმიერ მის კაპრიზს ასრულებენ.... და სადაც რაღაც მაინც გამოუვა

თუმცა სიტის პელეგრინის ხელშიც მოუგია და უფრო სუსტი შემადგენლობთ პრიმერა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.