კომენტარები : "ბეშიქთაში" 1 - 3 მიუნხენის "ბაიერნი" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კომენტარები : "ბეშიქთაში" 1 - 3 მიუნხენის "ბაიერნი"

კომენტარები : "ბეშიქთაში" 1 - 3 მიუნხენის "ბაიერნი"

15-03-2018, 11:05 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური დაპირისპირება, საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, უხვგოლიანი აღმოჩნდა. იუპ ჰაინკესის შეგირდებმა, მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, თავი არ დაზოგეს და მეტოქე გუნდი ანგარიშით 1-3 დაამარცხეს. ორი მატჩის ჯამში "ბავარიელებმა" 8-1 გაანადგურეს მოწინააღმდეგე და 1/4 ფინალის საგზურიც მოიპოვეს. გთავაზობთ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

იუპ ჰაინკესი -"ჩვენ დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში "ბეშიქთაში", უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, სახლში არ დამარცხებულა. დღეს ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია. აქ გამარჯვება კი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. როდესაც ანგარიში, ორი მატჩის ჯამში 7-0 გახდა მივხვდით, რომ 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ. ის, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, ნორმალურ ფაქტად მიმაჩნია. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ეს ყვითელი ბარათების რაოდენობაა. რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას, მან ტერფის არეში ტკივილი იგრძნო, ხვალ მას საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდება, არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზულ გართულებებს ექნება ადგილი."

თომას მიულერი -"ძალზედ მხურვალე მატჩი იყო. ორივე გუნდი ბურთს ხშირად კარგავდა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარში. მთლიანობაში კარგი თამაში ჩავატარეთ. თუმცა საკუთარი ორგანიზებულობის კუთხით, ეს ის არ იყო, რასაც ველოდებოდით. თუ სტამბოლში ანგარიშით 3-1 იმარჯვებ, ე.ი ბევრი რამ სწორად გაგიკეთებია. მოხარულები, ვართ იმით რომ დასახულ ამოცანას თავი გავართვით. ახლა კი ველით იმას, თუ ვის დავუპირისპირდებით შემდეგ ეტაპზე."

ჟერომ ბოატენგი -"გამართული მატჩით, დიდი სიამოვნება მივიღეთ. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით და გოლებიც გავიტანეთ, თუმცა ამავედროს სულელურ შეცდომებსაც ვუშვებდით. ვიცით, რომ უკეთ თამაში გვმართებს"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.