» » ჰაინკესის რეკორდული მოგება

ჰაინკესის რეკორდული მოგება

16-03-2018, 00:15 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესის რეკორდული მოგება
იუპ ჰაინკესი აგრძელებს რეკორდების მოხსნას! „ბეშიქთაშთან“ თამაში, ანგარიშით 3:1 „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელისთვის ზედიზედ მე-11 მოგება გახდა ჩენპიონთა ლიგაზე. მსგავსი სერია აღნიშნულ ტურნირზე არავის მიუღწევია. 72 წლის სპეციალისტმა ვან გაალისა და კარლო ანჩელოტის რეკორდი დაამხო, რომლებმაც ზედიზედ 10 თამაში მოიგეს. ჰაინკესის დაბრუნებისთანავე „ბავარიაში“ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ექვსივე თამაში მოიგო.


100 გოლი სეზონში

ტიაგოს გოლი (1:0) „ბავარისთვის“ ამ სეზონში მე-100 გახდა. ამ ნიშნულის მისაღწევად მიუნხენელებს 39 მატჩის ჩატარება დასჭირდათ. ესპანელისთვის ეს 1-ლი გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც მარცხენა ფეხით გაიტანა. 7-დან 6 გოლი ესპანელმა ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაიტანა.

რაფინიას მიღწევა

რაფინიას დამატებითი მიზეზი აქვს აღსანიშნად. სტამბულში ბრაზილიელმა თავის 75-ე მატჩი ჩაატარა ევროთასებზე. მან შესანიშნავი თამაში აჩვენა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა - 46-ე წუთზე საჯარიმოში მისი ჩაწოდების შემდეგ გიონულმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.