» » ბაიერნის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისათვის

ბაიერნის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისათვის

16-03-2018, 01:05 dachi8 სიახლეები 4

ბაიერნის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისათვის
კიდევ ერთი ამოცანა შესრულებულია! „ბეშიქთაშთან“ მოგების შემდეგ საერთო ანგარიშით 8:1, გერმანიის რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში 17-ედ გავიდა და თავისი მომავალი მეტოქის სახელს ხვალ 15:00 საათზე შეიტყობს. ფინალში გასვლაზე, რომელიც 26 მაისს კიევში ჩატარდება ტოპ-კლასის გუნდები შეებრძოლებიან ერთმანეთს.

„ეს ტოპ-კლასის კლუბებია. რთული იქნება. ჩვენ კი არ ვოცნებობთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ ჩვენი ამოცანების გადაჭრას“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

fcbayern.com გვთავაზობს მეოთხედფინალისტების მიმოხილვას.

მადრიდის „რეალი“: რეკორდსმენი და ტიტულის მოქმედი მფლობელი, ორი შეხვედრის ჯამში (3:1; 2:1) გასცდა პსჟ-ს. „რეალი“ ყველა ძალას იხმარს ზედიზედ მე-3 ტიტულის მოსაპოვებლად, რათა სეზონი 1 ტიტულით მაინც დაასრულოს.

„ბარსელონა“: „ჩელსისთან“ სტუმრად ფრეს შემდეგ 1:1, კატალონიელებმა თავის მოედანზე ლონდონელებს ერთი შანსიც არ დაუტოვეს. სასტვენის შემდეგ 128 წამი იყო გასული, რომ ლიონელ მესიმ ანგარიში გახსნა. ჯამში „ბარსამ“ 3:0 ანგარიშით დაასრულა მატჩი. აქედან გამომდინარე, კატალონიელები, რომლებიც ჩემპიონატში ქულათა დიდი სხვაობით ლიდერობენ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში 11-ედ გავიდნენ.

„სევილია“: მეოთხედფინალში ესპანელების გასვლა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ევროპა ლიგის სამგზის გამარჯვებულებმა (2014-2016) შეძლეს მანჩესტერ იუნაიტედი გადაელახათ. პირველი მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრაზე „ოლდ ტრაფორდზე“ ესპანელებმა ანგარიშით 2:1 გამარჯვება მოიპოვეს.

მანჩესტერ სიტი: „სტუმრად პირველ მატჩში პეპ გვარდიოლას გუნდმა „ბაზელი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი კი წაგებით დასრულდა 1:2. „მანჩესერ სიტი“ წლევანდელი ტურნირის ფავორიტად ითვლება.

„ლივერპული“: ჩემპიონთა ლიგის 5 გზის გამარჯვებულმა 2 თამაშის ჯამში (5:0; 0:0) „პორტუს“ სძლია და პირველად 2008 წლის შემდეგ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. იურგენ კლოპის გუნდი ამ მომენტისათვის ინგლისის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს და სურს 4-ედ გავიდეს ნახევარფინალში.

„იუვენტუსი“: „ტოტენჰემთან“ დაპირისპირებისას, იტალიის რეკორდსმენმა კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი მაღალი კლასის დემონსტრირება. პირველ მატჩში 2:2 ანგარიშის შემდეგ, საპასუხო მატჩში ლონდონში ანგარიშით 2:1 მოგების შემდეგ ტურნირის მეოთხედფინალში 11-ედ გავიდა.

„რომა“ :„რომა“ მე-2 იტალიური კლუბი გახდა, რომელიც ტურნირის ¼ ფინალში აღმოჩნდა. პირველ მატჩში „შახტართან“ წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 1:0 ანგარიშით სძლიეს მეტოქეს და 3-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში.

მეოთხედფინალური მატჩები 3/4 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 1 კვირის შემდეგ 10/11 აპრილს. ნახევარფინალური შეხვედრების კენჭისყრა 13 აპრილს გაიმართება.
2
0

dachi8 (16 მარტი 2018 11:39)

რომა ბავარიისთვისაა გაჩენილი kricha არ გვიღალატებენ ან სევილია
1

-ss- (16 მარტი 2018 11:27)

რომა მგონია
0

TOTALMAN (16 მარტი 2018 04:44)

ლივერპული მოვა ჩემი აზრით
0

heineken (16 მარტი 2018 02:30)

ახლა ვისაც არ ვისურვებდი სიტი იუვენტუსია დალშე დაიდოს ლუბოი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.