» » ბავარია სევილიას დაუპირისპირდება

ბავარია სევილიას დაუპირისპირდება

16-03-2018, 15:50 dachi8 სიახლეები 0

ბავარია სევილიას დაუპირისპირდება
აი მესმის კენჭისყრა! ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბავარია“ ესპანურ გუნდს „სევილიას“ დაუპირისპირდება. პირველ მატჩს რეკორდმაისტერი გასვლაზე ჩაატარებს.


„სულმოუთმენლად ველი მატჩს, „სევილია“ - ადვილი მეტოქე არაა. მათ ორთაბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს, - დააკომენტარა კენჭისყრის შედეგები, რომელიც პარასკევს ნიონში გაიმართა, ჰასან სალიხამიჯიჩმა.

„ეს ნამდვილად ადვილი კენჭისყრა არაა. ისინი მარტივად და ასე უბრალოდ არ გასულან 1/8 ფინალიდან“, - განაცხადა დავიდ ალაბამ.

„ბავარია“ და „სევილია“ ერთმანეთში პირველად ითამაშებენ. ესპანელები 3-ჯერ გახდნენ ევროპა ლიგის გამარჯვებულები (2014-2016) და ამ სეზონში პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში.

პირველი მატჩი 3 აპრილს ჩატარდება, საპასუხო მატჩი კი ერთი კვირის შემდგომ 11 აპრილსაა დაგეგმილი.

ნახევარფინალური მატჩების კენჭისყრა კი 13 აპრილს შედგება.

1/4 ფინალში კი გუნდები ასე დაწყვილდნენ

ბარსელონა - რომა
სევილია - ბავარია
იუვენტუსი - მადრიდის რეალი
ლივერპული - მანჩესტერ სიტი
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..