» » კენჭისყრის შემდგომი კომენტარები

კენჭისყრის შემდგომი კომენტარები

16-03-2018, 17:24 dachi8 სიახლეები 0

კენჭისყრის შემდგომი კომენტარები
სევილია! „ბავარიას“ 2 საინტერესო თამაში ელის ევროპა ლიგის მრავალგზის გამარჯვებულთან. „ეს შესრულებადი ამოცანაა, მაგრამ სევილიამ ბოლო წლებში ევროპა ლიგაზე ფურორი მოახდინა და ხშირად იგებდა ტიტულს“, იძახის „ბავარიის“ გოლკიპერი სვენ ულრაიხი.


კომენტარები კენჭისყრის შედეგებზე:

იუპ ჰაინკესი: „ეს რთული ამოცანაა. მე ძალიან კარგად ვიცნობ სევილიას. ისინი 2014 წლიდან 3-ჯერ გახდნენ ევროპა ლიგის გამარჯვებულები, სადაც შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ისინი ასევე მწვრთნელის შეცვლის შემდეგ დაცვით ფუნქციებშიც სტაბილურები გახდნენ. ზოგჯერ სავარაუდო ტოპ-კლუბებზე გამარჯვება უკეთ შესაძლებელია. მე ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. ვიცი სევილიაში ატმოსფეროს შესახებ. ეს იგივე არაა რაც ბეშიქთაშში, მაგრამ მსგავსია. ეს მეტად ფანატური აუდიტორიაა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ნახევარფინალში გავიდეთ“.

ჰასან სალიხამიჯიჩი: „ჩემი მეუღლის მშობლები ცხოვრობენ სევილიაში. სულმოუთმენლად ველი თამაშებს, ეს ძალიან საინტერესო იქნება. ადვილი გუნდი არაა, მათ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოკვეთეს ჩემპიონთა ლიგიდან. ესპანური გუნდები ყოველთვის კარგ ფეხბურთს თამაშობენ. სევილიას საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია და ფრთხილად უნდა ვიყოთ. სუსტი გუნდები მეოთხედფინალებში ვერ გადიან. მაქსიმალური სერიოზულობით მივუდგებით ამ მატჩს. ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გვსურს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება უნდა შეგეძლოს“.

თომას მიულერი: „ეს კარგი კენჭისყრაა. უფრო ხმაურიანი გუნდებიც იყო. თუმცა, სევილიას უბრალოდ არ მოუგია სამჯერ ზედიზედ ევროპის ლიგა. ამ გუნდს პირველად ვხვდებით. კლუბს თავისი წარმატების ისტორია გააჩნია. ამის მიუხედავად, ეს ჩვენი მიზანია რომ მომდევნი რაუნდში გადავიდეთ. დიდი თავდაჯერება გვაქვს - ჩვენ მიუნხენის ბავარია ვართ. ამ დაპირისპირებაში თავდაჯერებით გვსურს მოქმედება, რომ არა მხოლოდ იღბლით გავიდეთ, არამედ მოგება გვსურს. ფინალში ძალიან დიდხანს არ ვყოფილვართ. ნამდვილად გვსურს იქ დაბრუნება“.

მათს ჰუმელსი: „ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო იქნება. ვთვლი, რომ გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი შეხედვით თვლიან. მათ ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ და უპირველეს ყოვლისა ატმოსფერო საკუთარ მოედანზე. რადგან პირველად გასვლაზე ვთამაშობთ, ფიზიკურად კორექტულად უნდა ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ და ამას თავი გავართვათ. ტრიბუნებიდან მხარდაჭერილები ისინი პირველივე წუთებიდან სისწრაფეებს აკრეფენ და პრესინგს მიმართავენ. ჩვენ მძიმე ბრძოლა გველის“.

ხავი მარტინესი: „ადვილი ნამდვილად არ იქნება. „სევილიას“ სუპერ გუნდი ყავს. განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვას ეხება. მათ ძალიან სწრაფი ფლანგები ყავთ და სახიფათო თავდამსხმელები. სეზონის მე-2 ნახევარში „სევილია“ ძალიან კარგ მატჩებს ატარებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მანჩესტერში თამაში. მათ სტადიონზე ძალიან მხურვალე ატმოსფეროა და მეტად ხმაურიანი გულშემატკივრები ყავთ. სახლში „სევილია“ აგრესიულად თამაშობს და ძლიერ ზეწოლას ახორციელებს. ჩვენ ყველა ძალა უნდა გავიღოთ“.

დავიდ ალაბა: „ნამდვილად უბრალო კენჭისყრა არაა. ისინი უბრალოდ არ გასულან მომდევნო ეტაპზე. ძალიან, ძალიან წარმატებულ ფეხბურთს დემონსტრირებენ. ჩვენს წინაშე უბრალო ამოცანა არ დგას, მაგრამ სულმოუთმენლად ველით ამ მატჩებს“.

სვენ ულრაიხი: „უფრო ძლიერი მეტოქეც შეიძლება შეგხვედროდა. ეს შესრულებადი ამოცანაა. მაგრამ წინა წლებში „სევილიამ“ ფურორი მოახდინა ევროპის ლიგაზე, სადაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ეს ტურნირი. ისინი აკურატულ ფეხბურთს თამაშობენ, მოკლე პასებით, ტიპიური ესპანური ფეხბურთის სტილში. მათ შემადგენლობაში ძალიან მოძრავი და ტექნიკური ფეხბურთელები იმყოფებიან. სევილიაში ჩვენ მეტად მხურვალე დახვედრა გველოდება, ჩვენმა ესპანელებმა ამის შესახებ უკვე გაგვაფრთხილეს. ამოცანას სრული კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ და საბოლოოდ ის უნდა შევასრულოთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.