» » პერესი რუმენიგეს დაუკავშირდა

პერესი რუმენიგეს დაუკავშირდა

17-03-2018, 22:45 dachi8 სიახლეები 0

პერესი რუმენიგეს დაუკავშირდა
Münchner Merkur-ის ექსკლუზიური მოხსენებით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს პერსონალურად შეატყობინა, რომ Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც მოხსენებული იყო, თითქოს „რეალი“ უკვე შეუთანხმდა ლევანდოვსკის ახალ აგენტს პინი ზაჰავის და პოლონელთან 2 წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ - აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

პერესმა განაცხადა, რომ არამც თუ ხელშეკრულება, არამედ ლევანდოვსკის აგენტსა და ესპანური კლუბის წარმომადგენლებს შორის კონტაქტიც კი არ დამყარებულა. პერესმა დაამატა, რომ პოლონელი თავდამსხმელის მადრიდულ კლუბში გადასვლის საკითხი ამ მომენტისათვის არც კი განიხილება.

პერესისათვის მნიშვნელოვანი იყო უჩვეულო ნაბიჯის გადადგმა, იმისათვის, რომ პირადად დაკავშირებოდა რუმენიგეს, რათა შეენარჩუნებინა კარგი ურთიერთობები 2 ევროპულ გიგანტს შორის, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე მათი ხისტი კონკურენციისა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.