» » მიულერი სულმოუთმენლად ელის მძიმე გამოცდას

მიულერი სულმოუთმენლად ელის მძიმე გამოცდას

22-03-2018, 15:09 dachi8 სიახლეები 0

მიულერი სულმოუთმენლად ელის მძიმე გამოცდას
“მადლობელი ვარ იუპ ჰაინკესის“, - შეაქო ოლივერ ბირჰოფმა „ბავარიის“ მწვრთნელის მუშაობა. რეკორდმაისტერის ფეხბურთელები ხომ გერმანიის ნაკრების უმეტესობას შეადგენენ მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებზე ესპანეთისა და ბრაზილიის წინააღმდეგ.

„ის ფეხბურთელებს ავითარებს. ჩვენ ვიცით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის მუშაობას ფეხბურთელებისათვის. ჰაინკესი ქმნის პირობებს, სადაც ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგად მუშაობა. ისინი ჩვენთან უკვე კარგ ფორმაში მოდიან და თავის თავში დარწმუნებულები არიან. ეს კი ჩვენ გვეხმარება მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოვემზადოთ“, - განაცხადა გერმანიის ნაკრების სპორტულმა დირექტორმა.


კონკურენცია სასიკეთოდ ადგება ფეხბურთელებს

ახლა „ბავარიელებს“ საკმარისზე მეტი თავდაჯერებულობა აქვთ. ორშაბათს ჩატარებული მარკეტინგული ღინისძიების შემდეგ ბუნდესნაკრებმა 2018 წელს პირველი ვარჯიში ჩაატარეს. მხოლოდ სებასტიან რუდიმ გამოტოვა ვარჯიში საპატიო მიზეზის გამო, მისი მეუღლე ფეხმძიმობის ბოლო თვეში იმყოფება. დანარჩენი ყველა მწყობრში იყვნენ, რაც კონკურენციისათვის კარგი კლიმატის მაჩვენებელია.

მიულერისთვის ეს კარგი ნიშანია. „ნაკრების შემადგენლობაში არა 8 ან 11 ტოპ-ფეხბურთელია, არამედ 20-25. კონკურენტული ბრძოლა ეს კარგი საშუალებაა საერთო მაღალი დონის შესანარჩუნებლად. თითოეული იღებს გამოწვევას, ყველა იბრძვის შემადგენლობაში მოსახვედრად“, - განაცხადა 28 წლის „ბავარიელმა“.

ესპანთთან და ბრაზილიასთან მატჩებით გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისათვის მომზადებას იწყებს. „წინ 2 ტოპ-მატჩი გვაქვს, ჩვენ შესანიშნავი გუნდები დაგვიპირისპირდებიან. საუკეთესოებთან თამაში ერთი სიამოვნებაა“, - არ მალავდა თავის სიხარულს მიულერი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.