» » პუიოლი: გერმანიას გაუმართლა გოლკიპერებში

პუიოლი: გერმანიას გაუმართლა გოლკიპერებში

22-03-2018, 15:16 dachi8 სიახლეები 0

პუიოლი: გერმანიას გაუმართლა გოლკიპერებში
„ბარსელონას“ ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი თავის მოსაზრებას გამოხატავს გერმანიის ნაკრების გოლკიპერებზე, კერძოდ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე და მანუელ ნოიერზე. პუიოლის აზრით ტერ შტეგენი სათამაშო დონით თავის თანამემამულე მანუელ ნოიერს არ ჩამოუვარდება.


„ტერ შტეგენი მსოფლიო ჩემპიონატზე ნოიერს ჩაანაცვლებს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ვთვლი, რომ მარკ-ანდრე უკვე იმ დონეზე იმყოფება, რომელზეც ნოიერია. გერმანიას გაუმართლა, რომ ასეთი მეკარეები ჰყავს. არ ვფიქრობ, რომ გერმანელებს პრობლემები ექნებათ ამ პოზიციაზე, თუ ნოიერი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე".

"ტერ შტეგენი ძალიან მშვიდია და მოედანზე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ის ძალიან ახალგაზრდაა და მას ძალიან დიდი მომავალი ელოდება. ვფიქრობ, მას შეუძლია გახდეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი“, ციტირებს პუიოლის სიტყვებს Mundo Deportivo.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.