» » ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“

23-03-2018, 03:06 dachi8 ინტერვიუ 0

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“
„ბავარიის“ ყოფილმა მარცხენა მცველმა ბიქსანტ ლიზარაზუმ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე 1999 წელს განცდილ მარცხს შეეხო, თავის მიღწევებზე ილაპარაკა და განმარტა თუ რატომ აიღო 69 ნომრიანი მაისური ბავარიაში დაბრუნებისას.


სინამდვილეში რა გქვიათ? ბიქსანტი თუ ვენსანი?
- ბიშენტე მქვია. ბასკების საფრანგეთის ქვეყანაში დავიბადე და ჩემს მშობლებს სურდათ ოფიციალურად ჩემთვის ბიშენტე დაერქმიათ, მაგრამ ჩინოვნიკებმა უარი უთხრეს ბასკის სახელით ბავშვის რეგისტრაციაზე და ფრანგულად ვენსანი ჩაწერეს.

ყველა ბიშენტეს მეძახდა იქამდე, სანამ პოპულარული ფეხბურთელი არ გავხდი. მაშინ დაიწყეს ჟურნალისტებმა ხმის დაყრა: „ვენსან ლიზარაზუმ გადაცემა გააკეთა“, მე კი - „ვენსანი? ეს ვინაა?“ და მაშინ მივმართე იურისტს და ოფიციალურად შევცვალე ყველა დოკუმენტში ჩემი სახელი ბიშენტეზე, როგორც მშობლებმა დამარქვეს. ჩემს შვილებსაც ბასკური სახელები დავარქვი: ბიჭს - ჩიმისტა (ელვა), ხოლო გოგოს - უჰაინა (ტალღა).

ბორდოში როგორ თამაშობდით ერიკ კანტონასთან ერთად?
- მე დიდი ხანი არ მითამაშია მასთან ერთად ერთ გუნდში. გასახსენებელიც არაფერია. თუმცა არა, იყო ერთი შემთხვევა. ერთ-ერთ სათასო თამაშში პენალტის შესრულების შანსი მოგვეცა, ძალიან ძლიერი ქარი ქროდა, კანტონამ აიღო თავის თავზე პენალტის შესრულება და ისე მოხდა, რომ ბურთი კარამდეც კი არ მივიდა.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“


რას იტყვით ზიდანზე?
- როდესაც ზიზუ ბორდოში მოვიდა, ის საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფებოდა. ბევრი ძალის ჩადება მოუწია, რომ ეს მომენტი გამოესწორებინა.
მაგრამ ის გენიაა. მას საკმაოდ უცნაური ტექნიკა აქვს. ასეთ მოძრაობებს საფეხბურთო აკადემიაში არ ასწავლიან. ზიზუმ ქუჩის ფეხბურთელის ტექნიკა მოიტანა, ზოგიერთი მოძრაობა კი მის გარდა არავის არ შეეძლო გაემეორებინა.
მას მარტოს შეეძლო გოლის გატანა და მატჩის შემობრუნება, მაგრამ ის ყოველთვის გუნდზე თამაშობდა.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“


რა როლი შეასრულა თქვენს კარიერაში ემე ჟაკმა?
- ჩემი კარიერა ბორდოში ემე ჟაკის ხელმძღვანელობით დავიწყე და ნაკრებში ჩემი საუკეთესო წლები ასევე მისი ხელმძღვანელობით ჩავატარე. ის იმ ადაიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის გამოც შენ მზად ხარ ბოლომდე იბრძოლო. ოტმარ ჰიტცფელდიც ასეთივეა სხვათაშორის.

ჟაკი ძალიან დამეხმარა, როდესაც მე ბავარიაში მოვედი 1997-1998 წლებში. კონკრეტულად ტრავმებმა შემაწუხეს და ეჭვი შემეპარა იმაში ოდესმე დავუბრუნდებოდი თუ არა ძველ ფორმას. მაგრამ ჟაკი მიუნხენში ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა: „თუ 100% გამოჯანმრთელდები მსოფლიო ჩემპიონატზე წაგიყვან“.
ამ სიტყვებმა ძალა შემმატა და როგორც დაწყევლილი ისე ვვარჯიშობდი. საბოლოო ჯამში კი მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე და ცუდათაც არ მითამაშია იქ.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“


რამდენად ძნელი იყო 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება?
- ძალიან ძნელი. მუხლი დავიზიანე ნაკრებში და მატჩში მონაწილეობა ვერ მივიღე. ჩვენ ძლიერები ვიყავით, უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ წავაგეთ. და არაფრის გაკეთება არ შემეძლო იმის გარდა, რომ ფინალური სასტვენის შემდეგ მოედანზე გავსულიყავი და მომტირალი თანაგუნდელების დაწყნარება მეცადა. ძალიან მტკივნეული იყო მათი ტანჯვის ყურება. მაგრამ ამ ტკივილმა ჩვენ ძალა მოგვცა 2001 წელს სან-სიროზე ვალენსიასთან გაგვემარჯვა.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“


რთული იყო პენალტის შესრულება 2001 წელს ფინალში ვალენსიასთან მატჩში?
- მე არ შევდიოდი პენალტისტების პირველ ხუთეულში. მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი ვერ გავიტანე იტალიის კარში და ჩემს თავს ვუთხარი: „მორჩა, პენალტს აღარ შევასრულებ“.

მაგრამ აი ჩვენ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და წერტილს მივუახლოვდი, რადგან 5 დარტყმის შემდეგ ანგარიში კვლავ თანაბარი გახლდათ. მთელი ძალით დავარტყი და ბედნიერი ვიყავი, რომ გავიტანე. მაგრამ გამარჯვება ჩვენ ოლივერ კანმა მოგვიტანა, თავისი შესანიშნავი სეივით.

ოლივერი ჩვენგან 50 მეტრში იმყოფებოდა, მაგრამ მისკენ თავაწყვეტილები გავექანეთ. ასე მგონია, ჩვენ უსეინ ბოლტზე სწრაფად გავრბოდით! ფანტასტიური მომენტია, არასოდეს არ დამავიწყდება ეს.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“


თქვენ ისტორიაში 1-ლი ფეხბურთელი გახდით, რომელმაც ერთდროულად მსოფლიოს, ევროპის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, დიად ფეხბურთელად მიიჩნევდით თავს?
- კი, მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი 1998-ში, ევროპის ჩემპიონატი 2000-ში, ჩემპიონთა ლიგა 2001-ში, შემდეგ კი კიდევ ინტერკონტინენტალური თასი. შემდეგ ჩვენ ბოლო მომენტში შალკეს გავუსწარით და ბუნდესლიგაც მოვიგეთ და მე კი მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველად დამასახელეს.
ეს ზედა ზღვარი იყო. მე ყველაფერი მოვიგე, რაც შეიძლებოდა რომ მომეგო და თავი ევერესტის მწვერვალზე ვიგრძენი. დაუვიწყარია...

ვინ იყო იმ ბავარიაში ყველაზე მაგარი: კანი თუ ეფენბერგი?
- ორივე. ამ ბიჭებთან ერთად ნებისმიერ დაზვერვაში წასვლა არ შეგეშინდება.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“


როდესაც მარსელში რამოდენიმე სეზონის შემდეგ თქვენ ბავარიაში დაბრუნდით 69 ნომრიანი მაისური აირჩიეთ, ამის შესახებ ბევრი ხუმრობა იყო, რატომ აირჩიეთ ეს ნომერი?
- კი იყო ბევრი ხუმრობა! საქმე კი იმაშია, რომ ლუსიომ აიღო 3 ნომერი, რომელსაც მე მთელი ცხოვრება ვატარებდი და ყველაფერს ვიგებდი ზედიზედ. მაშინ დავფიქრდი... „რომელი ნომერი ავიღო?“...
და აქ ამგვარი გიჟური იდეა მომივიდა. მე ხომ 1969 წელს დავიბადე, 1,69 სიმაღლის ვარ და თითქმის 69 კილოს ვიწონიდი. ზუსტად ამ მიზეზთა გამო ავირჩიე ეს ნომერი. ყველამ კი იფიქრა.... ის რაც იფიქრა. თავაწყვეტილობა იყო....

მაგრამ ფეხბურთი უნდა იყოს კიდეც თავაწყვეტილი.

ბიქსანტ ლიზარაზუ: „ფეხბურთი თავაწყვეტილი უნდა იყოს“

0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.