» » ბავარია ადრიან სემპერითაა დაინტერესებული

ბავარია ადრიან სემპერითაა დაინტერესებული

25-03-2018, 22:00 dachi8 ტრანსფერები / ჭორები 0

ბავარია ადრიან სემპერითაა დაინტერესებული
ოთხშაბათს Bild-მა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ „ბავარია“ ხორვატ გოლკიპერს ადრიან სემპერს აკვირდება, რომელიც მანუელ ნოიერის შემცვლელად მოიაზრება. 20 წლის მეკარე ამჟამად „ზაგრების ლოკომოტივში“ ასპარეზობს სადაც „ზაგრების დინამოდანაა“ არენდით განათხოვრებულია.

SportBild-ზე დაყრდნობით, სემპერის აგენტი დარკო ალეგიჩი ამ მომენტისათვის ადასტურებს „ბავარიის“ დაინტერესებას მისი კლიენტისადმი: „აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რაც ისედაც ნათელია. მაგრამ ამავდროულად შემიძლია ისიც ვთქვა, რომ „ბავარია“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ადრიანს აკვირდება“, - იძახის ალეგიჩი.

194 სმ. სიმაღლის გოლკიპერი კარგი რეფლექსებით გამოირჩევა, ძლიერია ჰაერში, ასევე ერთი-ერთზე სიტუაციებში და შესანიშნავად შეუძლია პასების დარიგება, რაც „ბავარიის“ გოლკიპერისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

როგორც ცნობილია, 2016 წელს „ჩელსიმ“ ზაგრების დინამოს სემპერში 3,1 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა კლუბმა შეთავაზება უარყო და ახალგაზრდა გოლკიპერი დაიტოვა.

აქედან გამომდინარე, მართალია „ბავარიამ“ მზადყოფნა გამოთქვა ღრმად ჩაეხედათ თავიანთ ჯიბეებში, მაგრამ სავარაუდოა, რომ ზაგრების დინამო ახალგაზრდა ნიჭიერ გოლკიპერს პატარა თანხაში არ დათმობს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.