» » რუმენიგე მზადაა ნიძლავი დადოს

რუმენიგე მზადაა ნიძლავი დადოს

26-03-2018, 20:27 dachi8 სიახლეები 1

რუმენიგე მზადაა ნიძლავი დადოს
„ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის გარშემო აგორებულ ჭორებზე გასცა ჟურნალისტებს პასუხი და სხვა კლუბში მის შესაძლო გადასვლაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

„რობერტი - ჩვენი გუნდის მეტად მნიშნელოვანი ნაწილია. შეიძლება ის ევროპაში საუკეთესო „ცხრიანიც“ კი იყოს. მე სიამოვნებით დავდებდი ნიძლავს, იმის თაობაზე, რომ შემდეგ სეზონში ის „ბავარიის“ რიგებში ითამაშებს“.

„2008 წელს ჩვენ წარმოუდგენლად საოცარი შეთავაზება მივიღეთ ფრანკ რიბერიზე, რომელიც უარვყავით. ამ ფაქტის შემდეგ მსოფლიომ გაიგო, რომ არავის შეუძლია „ბავარიის“ ფეხბურთელის შეძენა, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგივე სტრატეგია აქვთ რობერტ ლევანდოვსკის მიმართ თუ არა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ უპასუხა: - „დიახ, იგივეა“.

რაც შეეხება, შეთავაზებას, რომელიც კარლ-ჰაინც რუმენიგემ ზევით ახსენა, საქმე 2008 წლის „ჩელსის“ წინადადებას ეხებოდა, რომელიც ფრანგ ვინგერში 65 მილიონ ევროს იხდიდა და ამ თანხასთან ერთად პორტუგალიელ მარჯვენა მცველს ჟოზე ბოზინგვას უმატებდა, თუმცა, როგორც რუმენიგემ აღნიშნა, საკმაოდ მაცდური წინადადების მიუხედავად რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ ლონდონური კლუბი უარით გაისტუმრა.
0
0

dachi8 (26 მარტი 2018 20:34)

2008 წელს 65 მილიონი და პლიუს მცველი ერთ ფეხბურთელში მართლაც საოცარი წინადადებაა wtf
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.