» » Kicker: ბავარია მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებს

Kicker: ბავარია მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებს

28-03-2018, 11:34 dachi8 სიახლეები 1

Kicker: ბავარია მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებს
როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker იუწყება, „ბავარია“ ლონდონის „ჩელსის“ იტალიელ სპეციალისტთან ანტონიო კონტესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, „ჩელსის“ დამრიგებელმა ანტონიო კონტემ უარი განაცხადა იტალიის ნაკრებში მუშაობაზე, ასევე სეზონის დამთავრებისთანავე ის „ჩელსის“ დატოვებს, რადგან ვერ ითანამშრომლა კლუბის ხელმძღვანელობასთან.

ამ მომენტისათვის კონტეს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს პსჟ-თან, ბავარიასთან და მადრიდის რეალთან აწარმოებენ.

რეკორდმაისტერის ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ რეშკემაც გააკეთა კომენტარი:

„მე ძალიან კარგად ვიცნობ სიტუაციას „ბავარიაში“ და ვიცნობ ამ ხალხს, განსაკუთრებით რუმენიგეს და ჰიონესს. მათ ჩამოყალიბებული გეგმა გააჩნიათ, მე ამაში დარწმუნებული ვარ. „ბავარიის“ აღმასრუბელი საბჭო მოძებნის საჭირო გადაწყვეტილებას და მე დაწმუნებული ვარ, რომ ისინი უფრო ახლოს არიან ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია“ - იძახის რეშკე.
0
0

გივი ჩვენ ვართ გივი (28 მარტი 2018 12:56)

ღმერთო გვიხსენი იტალიელებისგან მაგათი როგორც ანჩელოტი ამბობდა "ვეტიკალური ფეხბურთისგან" იმედია მორიგი ჭორია ...
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.