» » ნოიერს დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს

ნოიერს დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს

29-03-2018, 01:18 dachi8 სიახლეები 0

ნოიერს დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს
„ბავარიისა“ და გერმანიის ნაკრების გოლკიპერი მანუელ ნოიერი, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის, მოულოდნელად გამოძახებული იქნა გერმანიის ანტიდოპინგის ორგანოების მიერ დოპინგ-ტესტის ჩასატარებლად.

Bild-ის ინფორმაციით, მასმედიის შეტყობინებამ ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიცრები შეცდომაში შეიყვანა, იმის შესახებ რომ მანუელ ნოიერი რეაბილიტაცის პერიოდში აუტოტრანსფუზიას იკეთებდა - სისხლის გაწმენდის პროცედურა, რომელსაც სპორტსმენები მაშინ მიმართავენ, როდესაც სხვადასხვა პრეპარატებისაგან სისხლის გაწმენდა სურთ (მათ შორის დოპინგის ელემენტების ნარჩენებისაგან). ზუსტად ამიტომ მოუწია გოლკიპერს ანალიზების ჩაბარება, რომლებიც საბოლოოდ უარყოფითი აღმოჩნდა.

მოგვიანებით, როგორც თავად ნოიერმა განაცხადა, ის არა აუტოტრანსფუზიის პროცესს გადიოდა, არამედ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობდა, რომელიც გეხმარება სწრაფად აღიდგინო მოტეხილობის შემდეგ ძვლის ქსოვილები. სიტუაცია, რომელზეც დოპინგ-კონტროლმა მოახდინა რეაგირება, მხოლოდ იმის გამო წარმოიქმნა, რომ გერმანულმა მასმედიამ არასწორად აღწერა გოლკიპერის მკურნალობის მეთოდები, აურია რა სამედიცინო ტერმინები და პროცედურები ერთმანეთში.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.