» » ინტერვიუ არიენ რობენთან

ინტერვიუ არიენ რობენთან

30-03-2018, 01:07 dachi8 ინტერვიუ 0

ინტერვიუ არიენ რობენთან
“ბორუსიასთან“ სუპერმატჩის შემდეგ „ბავარიას“ ინგლისური კვირები დაეწყება, რომლის ფარგლებშიც რეკორდმაისტერი სევილიას შეხვდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. დიდი მატჩები - რომელსაც როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრებიც ელიან. არიენ რობენიც ასევე სულმოუთმენლად ელის ასეთ დაპირისპირებებს. თავის მოლოდინებზე და სხვა მრავალზე „ბავარიელმა“fcbayern.com-თან ინტერვიში ისაუბრა.

- ნერვის დაჭიმვამ გაიძულა შესვენება გაგეკეთებინა. როგორ მიდის ახლა შენი საქმეები?

რობენი: „თავს კარგად ვგრძნობ. ამ კვირაში კარგად ვივარჯიშე და ორშაბათიდან კვლავ ყველაფერი კარგად იყო. წინა კვირას მომიწია ჩემი პროგრამის შეცვლა და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. წინ ცხელი მატჩები გველის და ამას სულმოუთმენლად ველი. ვიმედოვნებ, რომ კვლავინდებურად თავს კარგად ვიგრძნობ და ფორმაში ვიქნები. ასეთ შემთხვევაში მინდორზე გასვლას შევძლებ“.

- ამგვარად „ბორუსიასთან“ შენი მონაწილეობა კითხვის ქვეშ არ დგას?

რობენი: „არა, ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს“.

- რას ელოდები დორტმუნდელებისგან?

რობენი: „ისინი ახლა უკეთესად თამაშობენ, განსაკუთრებით ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ. დორტმუნდი იყო და ყოველთვის იქნება ძალიან კარგი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სეზონი არ იყო მათთვის თანმიმდევრული, ისინი არაერთხელ აჩვენებდნენ თავიანთ კლასს და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კარგად იმუშავებენ“.

- თუ „შალკე“ ქულებს დაკარგავს „ფრაიბურგთან“ მატჩში, „ბავარია“ ჩემპიონი გახდება. ეს დამატებით მოტივაციას გძენთ?

რობენი: „კი, რა თქმა უნდა ეს გონებაში გვაქვს. დროის არჩევა რომ შეგვეძლოს, უკეთესი იქნებოდა ამის გაკეთება მომავალ შაბათს მოგვეხერხებინა. ბოლო 6 ჩემპიონობა ჩვენ გასვლაზე ვიზეიმეთ. გულშემატკივრებმა დაიმსახურეს ის, რომ ტიტული მშობლიურ კედლებში დავიცვათ. მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე ზემოქმედების მოხდენა. სხვა გუნდების შედეგებს ასევე დიდი როლი აკისრია“.

- რას ელოდები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისგან?

რობენი: „ჩვენს წინაშე რთული ამოცანა დგას. გასვლაზე მხურვალე დახვედრა გველოდება - „სევილიას“ შესანიშნავი გულშემატკივრები ყავს. სახიფათო იქნება. „სევილია“ ტექნიკურად ძლიერი გუნდია. ისინი შეტევაში სახიფათონი არიან და ასევე კარგად ორგანიზებულნი არიან დაცვაში. ძალიან რთული იქნება. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ძალიან კარგად უნდა განვეწყოთ თამაშისათვის“.

- „რეალში“ თამაშის დროს, შენ რამოდენიმეჯერ გითამაშია „სევილიის“ წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს სევილიაში, მათ სტადიონზე...

რობენი: „კი, ნამდვილად, მე ჯერ არასოდეს არ მითამაშია იქ. ვფიქრობ, ორჯერ ტრავმირებული ვიყავი და ამიტომ. სულმოუთმენლად ველი ამ გამოცდილებას“.

- როგორ თამაშს ელოდებით? მოგიწევთ თავდაცვა თუ პირიქით, შტურმით წახვალთ მათი დაცვის წინააღმდეგ?

რობენი: „სევილია“ ეს ის გუნდი არაა, რომელიც მხოლოდ თავს იცავს. ისინი ასევე, შიშის გარეშე მოქმედებენ წინა ხაზზე. ეს ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირების დროს დავინახეთ. „სევილია“ გამოცდილი გუნდია და მიჩვეულნი არიან მსხვილ მატჩებს. ეს მგზნებარე მატჩი იქნება“.

-თქვენ კვლავ ყოველ 3 დღეში გექნებათ თამაშები. ასეთ რიტმში რაღაც იცვლება შენს დღის წესრიგში?

რობენი: „არა, ყოველდღე მე პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრებით ვცხოვრობ. კარგად უნდა ვიძინო და სწორად ვიკვებო. ახლა დასვენების თემა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. კარგი ძილი, კარგი კვება, მასაჟზე სიარული და ოპტიმალური ფორმის რაც შეიძლება სწრაფად აკრეფა შემდეგი მატჩისთვის. მაგრამ ამას ჩვენ უკვე მივეჩვიეთ“.

- ბევრი სპორტსმენი იძახის, რომ ყველაზე მეტად მარცხის შემდეგ სწავლობ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ამ ასპექტში 2012 წელი?

რობენი: „მარცხი - სპორტის ნაწილია. ძალიან სამწუხაროა როდესაც მარცხდები, მაშინ როდესაც თავდაუზოგავად შრომობ. დროა საჭირო, რომ ასეთი მარცხი მოინელო. საქმე აქ ხასიათშია. რამდენად ძლიერად გსურს წარმატების მიღწევა? რაზე ხარ მზად რომ ეს გააკეთო? სასიამოვნო იყო 2012 წლის საზაფხულო შეკრების დროს იმის ხილვა, თუ როგორი სურვილით იწვოდა მთელი გუნდი. ჩვენ ერთდროულად ყველაფრის მოგება გვსურდა. შესანიშნავია, რომ 2012/13 სეზონის შედეგებით ჩვენ ეს მოვახერხეთ“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.