» » სანჩესი მიუნხენში დაბრუნდა

სანჩესი მიუნხენში დაბრუნდა

30-03-2018, 16:14 dachi8 სიახლეები 0

სანჩესი მიუნხენში დაბრუნდა
„სუონსი სიტიმ“ „ბავარიიდან“ არენდით აყვანილი პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი, ვადამდე ადრე მიუნხენში დააბრუნა. ინგლისურ კლუბში თვლიან, რომ 20 წლის პორტუგალიელი ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას ამ სეზონში უკვე ვეღარ მოასწრებს, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა The Sun.


სანჩესი აგვისტოში „ბავარიიდან“ „სუონსი სიტიში“ 2017/2018 წლის სეზონის ბოლომდე არენდით გადავიდა. ინგლისურ კლუბში სანჩესმა დროის უდიდესი ნაწილი ტრავმების მოშუშებას მოანდომა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა „სუონსის“ რიგებში მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა (10 - ძირითადში) და შედეგიანი ქმედებით არ გამორჩეულა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.