» » ცხელი ფაზა იწყება! ბავარიელები დორტმუნდთან მატჩისათვის მზად არიან

ცხელი ფაზა იწყება! ბავარიელები დორტმუნდთან მატჩისათვის მზად არიან

30-03-2018, 23:09 dachi8 სიახლეები 0

ცხელი ფაზა იწყება! ბავარიელები დორტმუნდთან მატჩისათვის მზად არიან
ახლა ყველაფერი სერიოზულად იქნება. აპრილში „ბავარიას“ რამოდენიმე ცხელი მატჩის ჩატარება მოუწევს. შაბათს ეს ცხელი ფაზა „დორტმუნდთან“ მატჩით დაიწყება. შეხვედრა „ალიანც არენაზე“ 20:30 საათზე შედგება.

ჰაინკესმა აღნიშნა, რომ ადვილი ნამდვილად არაფერი არ იქნება. ჯერ-ერთი, ნაკრების მატჩების შესვენების შემდეგ, რთულია კვლავ სათამაშო რითმს დაუბრუნდე. მეორეც - მატჩები „ბორუსიის“ წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა ადვილი. „საკუთარი გამოცდიებით ვიცი, რომ „ბორუსია“ მიუნხენში დიდი მოტივაციით თამაშობს და როგორც წესი ძალიან კარგად“, - აღნიშნა ჰაინკესმა.

ვიდალი და ბერნატი არ ითამაშებენ

ნაკრების მატჩების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელები კლუბში ტრავმირებულნი ბრუნდებიან. ამჯერად ეს არტურო ვიდალს შეეხო. „მას ბარძაყის ძლიერი დაზიანება აქვს, გემატომაა იქ. ექიმებმა მირჩიეს, რომ განაცხადში არ შემეყვანა“, - მოყვა ჰაინკესმა. ჩილელის გარდა ასევე ვერ ითამაშებენ მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი და ხუან ბერნატი. ამ უკანასკნელს „კაპსულის იოლი გაღიზიანება შეენიშნება“.

ჰაინკესმა აღნიშნა, რომ დორტმუნდთან სასტარტო შემადგენლობის არჩევისას, მოახლოებული შეხვედრა სევილიასთან არ იმოქმედებს. „აუცილებლად გვსურს გამარჯვება“- ხაზი გაუსვა ჰაინკესმა. წარმატების შემთხვევაში „ბავარია“ ზედიზედ მე-6 ჩემპიონობას გაიფორმებს ბუნდესლიგაში. თუმცა, ამისათვის „შალკემ“ ქულები უნდა დაკარგოს „ფრაიბურგთან“. ამ შემთხვევაში „ბავარია“ პირველად გაიფორმებს ჩემპიონობას „ალიანც არენაზე“.

დორტმუნდი ტოპრაკისა და როისის გარეშეა

დორტმუნდელებს არანაირი სურვილი არ აქვთ უყურონ თუ როგორ აღნიშნავენ ჩემპიონობას „ბავარიელები“. „ჩემს გეგმებში არ შედის „ბავარიას“ ჩემპიონობა ავაღნიშნინო ჩვენთან მატჩის შემდეგ“, - იძახის პეტერ შტოგერი. „ბავარიას“ მიზნად ჰქონდა ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი გამხდარიყო, მათ ეს შეძლეს. ჩვენი მიზანია - ბუნდესლიგის მე-2 საუკეთესო გუნდი გავხდეთ. ჯერ-ჯერობით ჩვენ ამისთვის არ მიგვიღწევია“, - აღნიშნა დორტმუნდელების მწვრთნელმა, რომლის გუნდიც ამჟამად მე-3 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში.

შტიოგერს მოახლოებულ შეხვედრაში მარკო როისის და ემერ ტოპრაკის იმედი ვერ ექნება. „ორივეს ჯერ არ უვარჯიშია გუნდთან ერთად. ვეჭვობ, რომ ისინი მზად იქნებიან სათამაშოდ“ - იძახის მწვრთნელი.

ხვალინდელი სავარაუდო შემადგენლობები კი Bild-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მიუნხენის "ბაიერნი"
ცხელი ფაზა იწყება! ბავარიელები დორტმუნდთან მატჩისათვის მზად არიან


დორტმუნდის "ბორუსია"
ცხელი ფაზა იწყება! ბავარიელები დორტმუნდთან მატჩისათვის მზად არიან
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.