» » რუმენიგე: "აპრილის ბოლომდე ახალი მწვრთნელის დაქირავებას შევეცდებით"

რუმენიგე: "აპრილის ბოლომდე ახალი მწვრთნელის დაქირავებას შევეცდებით"

1-04-2018, 01:15 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგე:
„ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ პრესაში აგორებულ სპეკულაციებს, იმის შესახებ რომ იუპ ჰაინკესი მომავალ სეზონშიც „ბავარიაში“ იმუშავებს, საბოლოოდ ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ კლუბი აპრილის ბოლომდე ახალი მწვრთნელის დაქირავებას შეეცდება.

„ბავარიამ“ ჰაინკესს, მას შემდეგ მიმართა დახმარებისთვის, როდესაც ოქტომბერში კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 72 წლის სპეციალისტმა კი რამოდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მას არასოდეს არ უთქვამს იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ აუცილებლად გავიდოდა პენსიაში.

„ეს ჰაინკესის სურვილია, სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება“, - აღნიშნა რუმენიგემ. მაგრამ მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ბავარიის“ სიაში არც ერთი მწვრთნელი არ მოხვდება, ვინც ადგილობრივ ენაზე არ საუბრობს.

„ჩვენ გვსურს გერმანულად მოსაუბრე მწვრთნელი და ასეც იქნება“ - განაცხადა რუმენიგემ.
რუმენიგემ ასევე დაადასტურა , რომ „ბორუსიის“ ყოფილი მწვრთნელი ტომას ტუხელი სხვა კლუბთანაა შეთანხმებული:

„ჩვენს სპორტულ დირექტორს ჰასან სალიხამიჯიჩს რამოდენიმე კანდიდატთან ჰქონდა მოლაპარაკებები და მათ შორის ტომას ტუხელიც იმყოფებოდა. მან გვაცნობა, რომ სხვა კლუბთან აქვს შეთანხმება მიღწეული. მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არაა, ჩვენ მშვიდად ვართ“ - იძახის რუმენიგე.

„ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა ლოთარ მათეუსი თავის ყოფილ კლუბს ფრანკფურტის აინტრახტის ხორვატ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ურჩევს, რომელიც 2001-2003 წლებში „ბაიერნის“ რიგებში თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და ამჟამად ბუნდესლიგის გუნდს უდგას სათავეში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.