მიუნხენის "ბაიერნი" საბრძოლველად მზადაა! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მიუნხენის "ბაიერნი" საბრძოლველად მზადაა!

მიუნხენის "ბაიერნი" საბრძოლველად მზადაა!

2-04-2018, 20:35 catton სიახლეები 0

მიუნხენის
ხვალ, მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "სევილიასთან" პირველ მეოთხელფინალურ დაპირისპირებას გამართავს, ეს მატჩი თბილისის დროით სტარტს 22:45 საათზე აიღებს, გთავაზობთ მატჩისწინა პრევიუს.

გუნდების მდგომარეობა მატჩამდე


"სევილიას", ესპანეთის ჩემპიონატში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს, მანჩესტერ "იუნაიტედის" დამარცხების შემდგომ, გუნდმა ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა, კერძოდ კლუბ "ლეგანესთან" "სევილიამ" მარცხი განიცადა, ხოლო კატალონიის "ბარსელონასთან" ფრე 2-2 ითამაშა, ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ კლუბი მატჩის 88-ე წუთამდე დომინირებდა და ამის შემდგომ დარჩენილ წუთებში 2 გოლი გაუშვა, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ "სევილიას" დაცვის ხაზის პრობლემა გააჩნია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - ბურთების შეფარდება "ლა ლიგაში" 39:46-თან.

"ბაიერნს" "ლაიფციგთან" შეხვედრამდე 20 მატჩიანი წაუგებელი სერია გააჩნდა, ახალგაზრდა გუნდმა მიუნხენელებთან თავისი არსებობის მწირ ისტორიაში პირველად მოიგო, თუმცა მინიმალური ანგარიშით - 2:1. ლაიფციგში წაგებული მატჩის შემდეგ "ბავარია" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა, სადაც მიუნხენელებმა 6-0 იმარჯვეს, "დერ კლასიკერში" ესეთი შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, მიუნხენელებმა სრულყოფილად ითამაშეს და დაამტკიცეს, რომ ყველაფრისთვის მზად არიან. ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ გუნდი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება და მზადაა ტრებლიც მოიგოს!


სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:


სევილია: რიკო – მერკადო, კაერი, ლენგლენტი, ესკუდერო (c) - ზონზი, პისარო - ნავასი, ვასკესი, კორეა - მურიელი.

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - მარტინესი, ვიდალი - მიულერი (c), ხამესი, რიბერი - ლევანდოვსკი.

ბაიერნს დააკლდებიან: ნოიერი, კომანი, ბერნატი.

სევილიას ვერ დაეხმარებიან: კორშია, ბანეგა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.