» » დემიჩელისი და ალონსო ყოფილ თანაგუნდელებს სევილიასთან მატჩის წინ აფრთხილებენ

დემიჩელისი და ალონსო ყოფილ თანაგუნდელებს სევილიასთან მატჩის წინ აფრთხილებენ

2-04-2018, 20:53 dachi8 სიახლეები 0

დემიჩელისი და ალონსო ყოფილ თანაგუნდელებს სევილიასთან მატჩის წინ აფრთხილებენ
• ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბავარია“ გუნდ-სიურპრიზს დაუპირისპირდება. „სევილია“ ფლეი-ოფში მე-2 ადგილიდან გავიდა, სადაც პირველობა „ლივერპულს“ დაუთმო. მერვედფინალში ვინჩენცო მონტელას გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთიშა ტურნირიდან. სევილიაში მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო „ოლდ ტრაფორდზე“ ანდალუზიელებმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს 2:1 ანგარიშით. ასე, რომ „ბავარიელები“ გაფრთხილებულნი არიან, რის შესახებაც ორმა ყოფილმა „ბავარიის“ ფეხბურთელმაც იგივე მოსაზრება გამოთქვა.

„შეცდომა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ „სევილია“ უბრალო მეტოქეა“, - აფრთხილებს ყოფილ კოლეგებს მარტინ დემიჩელისი. დემიჩელისმა პროფესიონალური კარიერა წინა წელს დაასრულა „მალაგას“ შემადგენლობაში და ამ დროის განმავლობაში მოასწრო კარგად გაცნობოდა „სევილიას“. „აქ შესანიშნავი ატმოსფეროა, უბრალოდ წარმოუდგენელი. გულშემატკივრები დიდ ზეწოლას ახორციელებენ. „სევილიასთან“ მოგება ადვილი არ არის“.

ამასთან, როგორც დემიჩელისმა აღნიშნა, „ბავარია“ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გამოცდილებითა და ძლიერი შემადგენლობით ერთი თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეზე. „ამის მიუხედავად, მიუნხენელებს რთული ამოცანა აქვთ. „სევილიამ კარგი თამაშები ჩაატარა ჯგუფურ ეტაპზე, კარგად თამაშობდნენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ სახლში და კარგი თამაში აჩვენა „ოლდ ტრაფორდზე“. ამიტომ შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ეს ადვილი მეოთხედფინალი იქნება“.

ამავე აზრზეა ხაბი ალონსოც. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, კარიერის დასრულების შემდეგ მადრიდში დაბრუნდა და ყურადღებით ადევნებს თვალს ესპანეთის ჩემპიონატს. „ვთვლი, რომ „ბავარია“ ამ დაპირისპირებაში ფავორიტია, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. გუნდმა მოედანზე უნდა აჩვენოს, რომ ფავორიტია. ამ მომენტისათვის „ბავარია“ ძალიან კარგად გამოიყურება, მე კარგი წინათგრძნობა მაქვს, მაგრამ ადვილი არ იქნება. „სევილიის“ შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, გულშემატკივრები კი იქ ძალიან ემოციურნი არიან. მათთვის ეს შანსი იქნება ნახევარფინალში გასვლისა. მეოთხედფინალში ყველაფერი შესაძლოა მოხდეს“, - იძახის ხაბი ალონსო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.