» » ჰაინკესი გუნდს გამარჯვებისკენ მოუწოდებს

ჰაინკესი გუნდს გამარჯვებისკენ მოუწოდებს

2-04-2018, 22:01 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი გუნდს გამარჯვებისკენ მოუწოდებს
„ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩის „სევილიასთან“ დაპირისპირების წინ თავისი მოლოდინები გააზიარა.

„ბავარიამ“ თავისი არსებობის მდიდარ ისტორიაში, მსოფლიოში მრავალი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა გადაჭედილ სტადიონებზე. „სევილიას“ გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფეროსი ჩემს ბიჭებს არ ეშინიათ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება ორივე გუნდის ფეხბურთელებისათვის. ზუსტად ასეთი მატჩებისათვის ვშრომობთ თავდაუზოგავად“.

“თქვენ არასოდეს არ იცით, თუ რა მოხდება საბოლოოდ მატჩში, მაგრამ თქვენი დარწმუნება ერთ რამეში შემიძლია: მიუნხენის „ბაიერნი“ არასოდეს არ ეცდება ფრეზე ითამაშოს ან გარკვეულ ნიშნულზე გაჩერდეს. ჩვენ ვთამაშობთ, რომ მოვიგოთ. ყოველთვის“.

„უბრალოდ გაიხსენეთ თუ რითი დასრულდა ყველაფერი „მანჩესტერ იუნაიტედისათვის“, რომელმაც სევილიიდან ნულოვანი ფრე წამოიღო“, - აღნიშნა იუპ ჰაინკესმა.

"სევილიასა" და "ბავარიას" შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.