» » მონტელა: "ბავარიას ბურთით თამაში უყვარს"

მონტელა: "ბავარიას ბურთით თამაში უყვარს"

2-04-2018, 22:53 dachi8 სიახლეები 0

მონტელა:
„სევილიას“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩის „სევილია“ – „ბაიერნი“-ს დაპრისპირების თაობაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა.

„როდესაც მაღალ დონეზე ერთდროულად სამივე ტურნირზე თამაშობ, როგორც ჩვენ, დიდი ძალების დახარჯვა გიწევს - როგორც ფიზიკურის, ასევე ფსიქოლოგიურის.

მაგრამ მე მოხარულიც კი ვარ, რომ ჩვენ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენ ჯერ არ მივჩვეულვართ დიდი მატჩების ჩატარებას ყოველ 3 დღეში ერთხელ, თუმცა უნდა მივეჩვიოთ ამას.

ჩემი ფეხბურთელების ფიზიკური მზაობა ჩემთვის ოდნავადაც არაა სანერვიულო. მოტივაციასთანაც ყველაფერი რიგზე გვაქვს. ამ დონეზე გონება მართავს ფეხებს და არ აქვს მნიშვნელობა, დაღლილნი არიან ისინი თუ არა.

„ბავარიას“ უყვარს ბურთით თამაში და ბევრ გოლსაც იტანს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი სხვაგვარად ითამაშონ.

თავდამსხმელები? ლუის მურიელი ბოლო სეზონებში საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ სხვის საჯარიმოში მისი თამაში კვლავ საჭიროებს კორექტივებს“, - აღნიშნა იტალიელმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.