» » მიუნხენის "ბაიერნმა" სევილია დაამარცხა

მიუნხენის "ბაიერნმა" სევილია დაამარცხა

4-04-2018, 12:19 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

მიუნხენის
3 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "სევილიას" ესტუმრა და მეტოქე გუნდი ანგარიშით 1-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბავარიელებმა კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს და ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი -"შეხვედრის პირველი ნახევარი სევილიელთა უპირატესობით წარიმართა. მათ დაამტკიცეს, რომ ასე უბრალოდ არ იმყოფებიან მეოთხედფინალურ სტადიაზე. როდესაც შეტევებს ვახორციელებდით, ბურთს ზედმეტად ხშირად ვკარგავდით. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარდაცვაში ჩვენ, არასაკმარისად ორგანიზებულები ვიყავით, სწორედ ამიტომ "სევილიამ" შეძლო საგოლე მომენტების შექმნა. შესვენებაზე საჭირო სიტყვები მოვძებნე. გუნდს ავუხსენი რომ დაცვით ზონაში, უკეთ განლაგება გვმართებდა. საჭირო იყო ბურთთან ერთად მოძრაობა, წარუმატებელი შეტევისას კი დაცვაში ელვისებური დაბრუნება და სწორი პოზიციების დაკავება. მეორე ტაიმში თამაშის სადავეები ხელთ ვიპყრეთ, საბოლოო ჯამში კი დამსახურებულ გამარჯვებასაც მივაღწიეთ."

თომას მიულერი -"ამ მატჩში თავმოყრილი იყო მრავალი სახიფათო მომენტი. იყო ბევრი კარგი რამ, მაგრამ იყო ისეთებიც, რომელთა ხილვაც არ გვსურდა. თამაშში კარგად ჩავებით, პირველი 10 წუთის განმავლობაში ბურთს კარგად ვათამაშებდით. სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს არ ვაძლევდით საშუალებას, ჩვენზე ზეგავლენა მოეხდინა. თუმცა რაღაც მომენტში შეცდომების დაშვება დავიწყეთ. ბურთის დაკარგვას მოჰყვა ის, რომ მათ მივეცით შესაძლებლობა საგოლე მომენტები შეექმნათ. შეხვედრის მეორე ნახევარში, ტემპს მოვუმატეთ. გავზარდეთ მეტოქე გუნდზე ზეწოლაც. ჩვენ უკეთ თამაში დავიწყეთ. გასვლით მატჩში ანგარიშით 1-2 გამარჯვება ეს ტოპ-რეზულტატია. მათ "ალიანც არენაზე" ჩვენი დამარცხება, ძალიან გაუჭირდებათ."

ფრანკ რიბერი -"თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა პირველი 10 წუთის შემდეგ ორგანიზებულობის კუთხით, გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. შეტევაში ძალიან ცუდათ ვმოქმედებდით. შესვენების დროს, მწვრთნელმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. მეორე ტაიმში კი მართლაც შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ სევილიაში გამარჯვება ვიზეიმეთ. მეტოქე გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. გაშვებული გოლის შემდეგ კი ჩვენც კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ თითქოს უკვე ნახევარფინალში ვიმყოფებით"

მატს ჰუმელსი -"კარგად დავიწყეთ, თუმცა საწყისი რამდენიმე წუთის შემდეგ სევილია უკეთ გამოიყურებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი კონტრშეტევა მივიღეთ, რის შედეგადაც მეტოქემ სრულიად დამსახურებულად მოახერხა ანგარიშის გახსნა. მეორე ტაიმში კი თამაში მთლიანად ჩვენს კონტროლქვეშ იყო."

ვინჩენცო მონტელა (სევილიას მთავარი მწვრთნელი) -"მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომელთაც ასეთი მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ უწევდათ თამაში. მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში კარგად ვიდექით. გარდა ამისა გვქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე გოლიც გაგვეტანა. მეორე ტაიმში კი ჩვენ უკვე აღარ გვქონდა მომენტების შექმნისათვის საჭირო ძალა. სანამ არსებობს მცირეოდენი შანსი, ჩვენ ვიფიქრებთ მის გამოყენებაზე. დიახ ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია!"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.