» » გრძელი სკამი - კოზირი სეზონის ცხელ ფაზაში

გრძელი სკამი - კოზირი სეზონის ცხელ ფაზაში

5-04-2018, 15:46 dachi8 სიახლეები 0

გრძელი სკამი - კოზირი სეზონის ცხელ ფაზაში
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ჩემპიონატში მოგება უკვე მომდევნო ტურშია შესაძლებელი, გერმანიის თასის ფინალში გასვლისკენ მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი - „ბავარია“ სეზონის ყველაზე ცხელ ფაზაში შევიდა. „სევილიასთან“ რთულმა მატჩმა გასვლაზე კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათადარიგოთა გრძელი სკამის ყოლა.

შემადგენლობის სიღრმე საკვანძო ფაქტორად გვევლინება წარმატების მიღწევაში. ანდალუზიელებთან მატჩი თავიდან ვერ აეწყო და მხოლოდ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მოახდინეს გარდატეხა მატჩის წარმატებით დასრულებაში. „ჩვენ შეცდომებს ვუშვებდით, ბურთს ვკარგავდით, დაცვაში და განსაკუთრებით ნახევარდაცვაში ორგანიზებულნი არ ვყოფილვართ“ - გააანალიზა ჰაინკესმა.

72 წლის სპეციალისტმა საჭირო გამოსავალი იპოვა და მოედანზე ბერნატი და ვიდალი, ხამესითა და რაფინიათი ჩაანაცვლა, რომლებმაც თამაშს გადამწყვეტი იმპულსი შესძინეს. „ორივე ცვლილებამ ჩვენი თამაში გააცოცხლა“, - თქვა ჰაინკესმა.

კერძოდ, ხამესმა დაგვანახა თუ როგორი პოტენციალი გააჩნია ჰაინკესს სეზონის დამასრულებელ ნაწილში სათადარიგოთა სკამზე. დორტმუნდთან მატჩში თავისი შესანიშნავი თამაშის შემდეგ, სადაც კოლუმბიელი გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, სევილიასთან სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა. 36-ე წუთზე არტურო ვიდალმა ტრავმა მიიღო და ხამეს როდრიგესი მოედანზე მის ნაცვლად გამოვიდა. შეცვლიდან მხოლოდ 1 წუთის შემდეგ ნახევარმცველმა რიბერის გადაცემა გაუკეთა, რომლის შემდეგაც ფრანგმა საჯარიმოში გაისროლა და რიკოშეტის შედეგად ბურთი კარში აღმოჩნდა. სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კოლუმბიელის თამაში შეაფასა: „მან კვლავ ძალიან, ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ის დირიჟორობდა, კარგ გადაცემებს არიგებდა. ხამესი ძალიან, ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენს თამაშზე“. შედეგად უეფამ ხამეს როდრიგესი „მატჩის საუკეთესოდ“ აღიარა.


რთული გადაწყვეტილებები ჰაინკესისთვის

მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩების წინ ჰაინკესისათვის აუცილებელია თავის შეგირდებზე სწორად გადაანაწილოს დატვირთვა. სევილიაში მთავარ მწვრთნელს მოუწია რამოდენიმე რთული გადაწყვეტილების მიღება. ხამეს როდრიგესის გარდა სათადარიგო სკამზე არიენ რობენიც აღმოჩნდა „არიენი ტრავმირებული იყო 3 კვირის განმავლობაში. შაბათს მან 90 წუთი ითამაშა. მხოლოდ 3 დღის შემდეგ ჩვენ წინ მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მას გავფრთხილებოდით. რისკი მეტად დიდი იყო“, - განაცხადა ჰაინკესმა. რობენმა კი აღნიშნა, რომ „მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს“. შემადგენლობაში ყველას მშვენივრად ესმის, რომ გადამწყვეტ მომენტებში საჭირო იქნება ყველა ძალის მობილიზება. მხოლოდ ასე გახდება ოცნება, ფინალი კიევში - რეალობად.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.