» » ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო

ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო

10-04-2018, 13:55 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო
მიუნხენის ლეგენდა

იუპ ჰაინკესი „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში 4-ჯერ მოგვევლინა: 1987-1991; 2009 წელს, როდესაც მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა; 2011/2013 და 2017 წლის შემოდგომიდან დაწყებული.

ამ დროის განმავლობაში იუპმა ბუნდესლიგა ოთხჯერ მოიგო: 1988/89; 1989/90, 2012/13 და 2017/18 წლებში.

1989 წელი: როდესაც იუპი 1987-ში „ბავარიის“ მწვრთნელი გახდა, გაიხუმრა: „მიონხენგლადბახში ტიტულის მოპოვების შემდეგ, ჩემს თავს ყოველთვის ვაძლევდი იმის ნებართვას, რომ ერთი სიგარა მომეწია, მაგრამ აი უკვე 8 წელია აღარ ვეწევი“.

ჰაინკესი ვარაუდობდა, რომ „ბავარიაში“ მეტის მოწევა მოუწევდა და მთლიანობაში მართალიც აღმოჩნდა. 2 წლის შემდეგ მან 1-ლი ტიტული აიღო.

ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო


1990 წელი. მომდევნო სეზონში ჰაინკესმა და მისმა „ბავარიამ“ ტიტული შეინარჩუნეს. აღნიშვნის დროს მწვრთნელი დაჰპირდა, რომ ევროთასებს აიღებდა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა. მომდევნო ევროპის ჩემპიონების თასის ნახევარფინალში „ბავარიამ“ „ცვრენე ზვეზდას“-თან წააგო, ხოლო, იუპი მალე ბილბაოს „ატლეტიკში“ გაემგზავრა.

ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო


2013 წელი: ეს დიდებული სეზონი გახლდათ: „ბავარია“ პირველი გერმანული კლუბი გახდა, რომელმაც ტრებლი მოიგო (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა). ყველამ წინასწარ იცოდა იუპის წასვლისა და გვარდიოლას დანიშვნის შესახებ, მაგრამ ამას ხელი საერთოდ არ შეუშლია. ხოლო, იუპმა სეზონის დასრულებისთანავე კარიერა დაასრულა.

ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო


2018 წელი. მაგრამ ის მაინც დაბრუნდა - იმისათვის, რომ „ბავარია“ მძიმე მომენტში რთული სიტუაციიდან გამოეყვანა, როდესაც გუნდმა ანჩელოტის დროს ბორძიკი დაიწყო.
„ბავარიის“ მე-6 ჩემპიონობა ზედიზედ მრავალფეროვანი სტატისტიკითაა დახუნძლული, ჰაინკესს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 12 გამარჯვება აქვს (ასეთი არც ერთ მწვრთნელს არ ქონია).

ჰაინკესმა „ბავარია“ კვლავ ჩემპიონი გახადა. ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო


1) რეკორდი

6-ედ ჩემპიონად გახდომის შედეგად „ბავარიელებმა“ თავიანთი რეკორდული სერია გააგრძელეს. სხვა კლუბებს ბუნდესლიგის მთელს ისტორიაში ვერ უხერხდებოდათ ჩემპიონად გახდომა 3-ზე მეტად. საერთაშორისო ასპარეზზე, 5 მთავარ ევროპულ ჩემპიონატში (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) მხოლოდ 2 კლუბს შეუძლია იტრაბახოს ანალოგიური მიღწევით. „ლიონი“ ზედიზედ ჩემპიონი 7-ჯერ გახდა 2002-2008 წლებში, ასევე „იუვენტუსი“ ზედიზედ მე-7 ჩემპიონობის გზაზეა.

2) ორმაგი პრემიერა აუგსბურგში
ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად ჩემპიონობის ბედი 29-ე ტურში გადაწყდა. მხოლოდ 2-ჯერ მოხდა ამგვარი ისტორიაში 2012/13 „ბავარია“ 28-ე ტურში გახდა ჩემპიონი, ხოლო 2013/14 წლის სეზონში 27-ე ტურში.

3) რეკორდსმენი
„ბავარიის“ შემადგენლობაში ახალი რეკორდსმენია! ეს ფრანკ რიბერია. ფრანგი გერმანიის ჩემპიონი 8-ედ გახდა და ამ მაჩვენებლით ოლივერ კანს, ფილიპ ლამს, ბასტიან შვაინშტაიგერს და მეხმეტ შოლს გაუტოლდა. ბუნდესლიგის ისტორიაში ყველა რეგიონერს შორის რიბერი ამ მაჩვენებლით 1-ელ ადგილს იკავებს.

4) 9 ექვსგზის ჩემპიონი
9 „ბავარიელი“ ექვსგზის ჩემპიონი გახდა „ბავარიასთან ერთად: ეს მანუელ ნოიერი, ტომ შტარკე, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, რაფინია, ხავი მარტინესი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და ტომას მიულერია.

5) დებიუტანტები
5 „ბავარიელი“ პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონი. ეს ხამეს როდრიგესი, ნიკლას ზიულე, სებასტიან რუდი, კორენტენ ტოლისო და კრისტიან ფრიუხტლია.

6) ოთხგზის ჩემპიონი ჰაინკესი
72 წლის ასაკში (სეზონის ბოლოს 73 წლის სრულდება) იუპ ჰაინკესი - ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი-ჩემპიონია ბუნდესლიგის ისტორიაში. წინამდენარე რეკორდიც ასევე იუპ ჰაინკესს ეკუთვნის - 2013 წელს ის ჩემპიონი 68 წლის ასაკში გახდა. მწვრთნელის რანგში ჰაინკესი ჩემპიონი მეოთხედ გახდა (ისევე როგორც ჰიონესს ვაისვაილერი). მხოლოდ უდო ლატეკი (8) და ოტმარ ჰიტცფელდი (7) ხდებოდნენ ჩემპიონები უფრო მეტჯერ.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.