ბავარია ზაფხულში კვლავ ამერიკაში გაემგზავრება » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ბავარია ზაფხულში კვლავ ამერიკაში გაემგზავრება

ბავარია ზაფხულში კვლავ ამერიკაში გაემგზავრება

11-04-2018, 02:23 dachi8 სიახლეები 0

ბავარია ზაფხულში კვლავ ამერიკაში გაემგზავრება
ზაფხულში „ბავარია“ კვლავ გადალახავს ატლანტიკის ოკეანეს! გერმანიის რეკორდმაისტერი ზაფხულის ტურნეს Audi Summer Tour-ის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მესამედ გაემგზავრება.

ტურნეში 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „ბავარია“. თუ ვისთან, სად და როდის, ამ კითხვებზე პასუხი 17 აპრილს გახდება ცნობილი.

ბოლოს „ბავარია“ ამერიკას 2016 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ეწვია. მაშინ მიუნხენელები ჩიკაგოში, შარლოტში და ნიუ-იორკში იმყოფებოდნენ. 2014 წელს „ბავარიელები“ ნიუ-იორკს და პორტლენდ/ორეგონს ეწვივნენ.

2014 წლის ზაფხულში კი „ბავარიამ“ ნიუ-იორკში საკუთარი ოფისი გახსნა.

3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.