» » რობენი: სიფრთხილე გვმართებს

რობენი: სიფრთხილე გვმართებს

11-04-2018, 10:53 -ss- სიახლეები / ანონსი 0

რობენი: სიფრთხილე გვმართებს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ სევილიასთან გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს და საკუთარ თანაგუნდელებს მოუწოდებს, მოედანზე მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. ვეტერანი ბავარიელის განცხადებით, მიუნხენურ კლუბს წინ საკმაოდ რთული შეხვედრა ელის.


"სიფრთხილე გვმართებს! ყველანი ნახევარფინალზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ხვალ განმეორებითი მეოთხედფინალური დაპირისპირება გველის. გამარჯვების მიღწევის შემთხვევაში, გვექნება იმის უფლება, რომ მსგავსი საუბრები გავმართოთ."

"სევილიაში მიღწეული შედეგით, ყველანი კმაყოფილები ვართ. გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 1-2 გამარჯვება ეს შესანიშნავი რეზულტატია. რა თქმა უნდა, არა ისეთი როგორიც ეს "ბეშიქთაშის" შემთხვევაში იყო, მაგრამ მაინც. სევილიელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ქალაქ მანჩესტერში და ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ უნდა აღვუდგეთ მათ წინ "

"რთულია ერთმანეთს შეადარო დღევანდელი და 2013 წლის ფორმაციის მიუნხენის "ბაიერნი", რომელმაც ტრიპლეტის მოპოვება შეძლო. დღეს სულ სხვა ფეხბურთელებია, მას შემდეგ უკვე 5 წელი გავიდა, ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი. დღესდღეობით შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ იმისათვის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიპოვოთ, აუცილებელია საკუთარი თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ."-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს, ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ზემოხსენებულ მატჩთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდში, სრული საბრძოლო მზადყოფნა სუფევს.

"თამაში 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს და აუცილებელია, რომ ინტრიგა, მთელი ამ დროის ინტერვალში იყოს შენარჩუნებული. ჩვენ საჭირო ბალანსი უნდა მოვძებნოთ. არ არის აუცილებელი გავიტანოთ, მაქსიმალურად სწრაფად. მთავარია რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩეთ საქმეში. ვიცით, რომ რამდენიმე გოლის გატანა შეგვიძლია, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარში. მთავარია საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ."-აცხადებს სევილიელთა დამრიგებელი.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ სევილიას მასპინძლობს. 11 აპრილს ჩანიშნული ორთაბრძოლა სტარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.