» » კომენტარები: ბაიერნი 0 (2) - 0 (1) სევილია

კომენტარები: ბაიერნი 0 (2) - 0 (1) სევილია

12-04-2018, 03:07 dachi8 სიახლეები 1

კომენტარები: ბაიერნი 0 (2) - 0 (1) სევილია
საქმე გაკეთებულია! „ბავარია“ ახლა ევროპის საუკეთესო ოთხეულშია. დაძაბულ საპასუხო მატჩში სევილიასთან, მიუნხენელებს უგოლო ფრეც კი ეყოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყვნენ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი
: „ჩვენ ვიცოდით, რომ პირველ თამაშში დამარცხების შემდეგ, მოწინააღმდეგე შეეცდებოდა ყველაფრის ჩვენებას რაც კი შეუძლია. მანჩესტერში :“სევილიამ“ 2 გოლი გაიტანა, ამიტომ ისინი ჩვენთან თავიანთ ძალებში დარწუნებულები მოემგზავრებოდნენ. ასეთი მატჩები ყოველთვის მეტად დაძაბულია, გუნდური თამაშის ჩვენებაა საჭირო. დღეს ჩემი გუნდი შესანიშნავად იბრძოდა, რამოდენიმე მომენტის გარდა ჩვენ არ მივეცით იმის საშუალება, რომ წონასწორობიდან გამოვეყვანეთ. ჩვენ არ ვნერვიულობდით. მომეწონა თუ როგორ ვფლობდით ბურთს მე-2 ტაიმში და პოზიციურად როგორ ვმოქმედებდით. სამწუხაროა, რომ რამოდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შეუძლებელია ყოველთვის დიდებული ფეხბურთის ჩვენება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა, ჩვენ არ გაგვიტანია. ასეთ მატჩებში არ შეიძლება გოლის გაშვება - ზუსტად ეს მითითება მივეცი ჩემს ფეხბურთელებს. დღეს ჩვენ ეს ვიკმარეთ“.

თომას მიულერი: „ჩვენ გვსურდა ისე შეგვეტია, როგორც ამას 1-ლი ტაიმის ბოლო 20 წუთის განმავლობაში ვაკეთებდით. ბევრი მომენტი იყო, როდესაც საუკეთესო სახით არ გავცემდით ბოლო პასს. ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით სულ შეტევაში, ამის შესახებ ჰაინკესმა უკვე განაცხადა. სამწუხაროა, რომ ვერ გავიტანეთ. მომენტები და თავისუფალი ზონები გვქონდა“.

არიენ რობენი: „როგორც მოველოდით, დღეს სახიფათო იყო. „სევილია“ ძალიან კარგი გუნდია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანეგა. ეს შესანიშნავი ფეხბურთელია. 1-ელ ტაიმში ჩვენ საუკეთესო სახით არ ვაკონტროლებდით თამაშს. მაგრამ ბევრი მომენტი გვქონდა იმისათვის, რომ გაგვეტანა. მე-2 ტაიმში უკეთესად დავიწყეთ თამაში. ეს ჩემპიონთა ლიგაა, აქ ყველაფერი იდეალურად უნდა გაკეთდეს. 0-ზე უნდა გვეთამაშა და ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩემპიონთა ლიგაზე მუდამ ტოპ-თამაში უნდა აჩვენო“.

იოშუა კიმიხი: „გონებაში ის აზრი გვქონდა, რომ „სევილიასათვის“ აუცილებელი იყო 2 გოლის გატანა, რომ შემდეგ ეტაოზე გადასულიყვნენ. პირველ რიგში ჩვენ 0-ზე გვსურდა თამაში. მაშინ ზუსტად გავდიოდით შემდეგ ტურში. მაგრამ, მაინც, განსაკუთრებით 1-ელ ტაიმში, ჩვენ მეტად პასიურები ვიყავით, თუმცა მომენტები უკეთესი გვქონდა. ამიტომ ბოლომდე თამაში დაძაბული იყო. თუ გულწრფელი ვიქნები, ვიტყვი, რომ არ მინერვიულია იმაზე, რომ რაიმე შეიძლებოდა ისე არ წასულიყო“.

სერხიო ესკუდერო (სევილიას მცველი): „ჩვენ ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ. აქ ჩვენ მოგების იმედით ჩამოვედით. 1-ელ ტაიმში მომენტები გვქონდა. შესაძლოა, გოლი გაგვეტანა და თამაში შემოგვებრუნებინა. სახლში სევდიანები ვბრუნდებით. ტოპ-მოწინააღმდეგესთან 2 მატჩი ჩავატარეთ, ფიზიკურად უბრალოდ გამოფიტულები ვართ, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ, რომელიც ამ საღამოს ერთი მეორესათვის იბრძოდა. ყველა ერთისათვის“.
2
1

-ss- (12 აპრილი 2018 10:03)

ესეც ასეე, დაველოდოთ კენჭისყრას fansbay
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.