» » Kicker : რიბერი 1 წლით გაახანგრძლივებს

Kicker : რიბერი 1 წლით გაახანგრძლივებს

12-04-2018, 13:38 -ss- სიახლეები 0

Kicker : რიბერი 1 წლით გაახანგრძლივებს
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ, კლუბის ვეტერან შემტევ ნახევარმცველთან, ფრანკ რიბერისთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ავტორიტეტული გამოცემა Kicker-ი იტყობინება. წყაროს თქმით, 35 წლის ფრანგი მოიერიშე "რეკორდმაისტერის" რიგებში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.


გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, ვრცელდება ცნობა, რომ უახლოეს მომავალში გერმანული გრანდი ახალი კონტრაქტის პირობებს არიენ რობენთანაც შეათანხმებს. რამდენიმე დღის წინ, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმებას წინ არაფერი არ უდგას. მას შემდეგ რაც, ეს ორი მოთამაშე ჩვენს კლუბს შეუერთდა, უდიდეს წარმატებებს მივაღწიეთ. ჩვენი გუნდისათვის ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამის შესახებ კარგად ვუწყით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ორივე მათგანთან კონსესუსი მიღწეულია. მათ მიერ ნაჩვენები თამაში წარმატების გასაღებია, თვით თამაში კი მსოფლიო დონის შესატყვისია"-ციტირებს გამოცემა Sport Bild-ი ბავარიელთა ხელმძღვანელის სიტყვებს.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.