» » ბავარიელები სულმოუთმენლად ელოდებიან კენჭისყრას

ბავარიელები სულმოუთმენლად ელოდებიან კენჭისყრას

12-04-2018, 17:59 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები სულმოუთმენლად ელოდებიან კენჭისყრას
ტიტულის მოქმედი ჩემპიონი „რეალი“, „ლივერპული“ საკულტო მწვრთნელი იურგენ კლოპის მეთაურობით და სენსაციური ნახევარფინალისტი „რომა“ - პარასკევს „ბავარიელები“ ნახევარფინალური მატჩის მოწინააღმდეგის ვინაობას შეიტყობენ. კენჭისყრა ნიონში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრაზე მოწინააღმდეგეებს ანდრეი შევჩენკო გამოავლენს. პირველი მატჩები 24/25 აპრილს გაიმართება, საპასუხო 1 კვირის შემდეგ.

სურვილები არ გვაქვს

„სამივე მოწინააღმდეგე ტოპ-კლასის გუნდები არიან“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა, „სევილიასთან“ საპასუხო მატჩის შემდეგ. „ბავარიელების“ მთავარ მწვრთნელს სურვილი კონკრეტულ რომელიმე მოწინააღმდეგის შეხვედრაზე არ გააჩნია. „არც ერთ მწვრთნელს არ აქვს ასეთი სურვილი, რადგან როგორც წესი, ყველაფერი პირიქით ხდება, რისი იმედიც გაქვს“. ჰაინკესის სიმართლეს მეოთხედფინალური მატჩები ამტკიცებს, რომლიდანაც ზოგიერთი მატჩი სენსაციური აღმოჩნდა „რომამ“ პირველ მატჩში „ბარსელონასთან“ 1:4 წააგო, მაგრამ საპასუხო მატჩში 3:0 იმარჯვა და „ბარსელონა“ ჩამოიტოვა. „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ გაუსწორდა, ხოლო მადრიდის „რეალი“ „იუვენტუსთან“ პენალტის წყალობით გადარჩა.

„მეოთხედფინალური მატჩების შედეგები უბრალოდ გიჟური გამოდგა“, - ვერ მალავდა თავის გაოცებას თომას მიულერი, რომელიც თვლის, რომ ყველა დარჩენილი მოწინააღმდეგე ერთ დონეზე იმყოფება. „ჩემპიონთა ლიგის ბოლო რაუნდებში ცხადი ფავორტები არ არსებობენ“, - ხაზი გაუსვა „ბავარიელმა“ „ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი გუნდით. ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავედით“, - განაცხადა „ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღნიშნა, რომ პარასკევს ადვილი კენჭისყრა არ იქნება. „არც ერთი ისეთი მოწინააღმდეგე არ დარჩა, რომელზედაც შეიძლება თქვა, რომ ადვილად მოუგებთ“. სურვილები არ მაქვს, უბრალოდ მსურს, რომ გუნდი ფინალში გავიდეს“.

„ვინც შეგვხვდება, ის შეგვხვდება“, - განაცხადა ჰასან სალიხამიჯიჩმა. „ნახევარფინალში ევროპის 4 საუკეთესო გუნდი გავიდა, ამიტომ თუ ვინ იქნება მომდევნო მოწინააღმდეგე მნიშვნელობა არა აქვს“, - აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა. როგორიც არ უნდა იყოს კენჭისყრა, „ბავარიელები“ სავსე არიან სიმტკიცით, რომ გადალახონ ბოლო ბარიერი ფინალისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კიევში 26 მაისს ჩატარდება.

არიენ რობენი, ისევე როგორც დანარჩენი „ბავარიელები“ ოცნებობს ფინალში გასვლაზე და ითხოვს „ტოპ-თამაშის“ ჩვენებას მომდევნო რაუნდში. „ჩვენ კიდევ უნდა მოვუმატოთ“, - იძახის 34 წლის ვინგერი. თუმცა, ერთი შეიძლება ითქვას თავდაჯერებით, არავის არ ენდომება კენჭისყრაზე რომ „ბავარია“ შეხვდეს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.