» » ბავარიელები სერიოზულ ტრავმებს გადაურჩნენ

ბავარიელები სერიოზულ ტრავმებს გადაურჩნენ

12-04-2018, 18:17 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები სერიოზულ ტრავმებს გადაურჩნენ
“უხეში და თავხედური“ - ასე დაახასიათა საპასუხო მატჩის თამაში „სევილიასთან“ მათს ჰუმელსმა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა „ბავარიელებს“ ძვირი შეიძლება დაჯდომოდათ, ანდალუზიელების ქმედებებმა მოედანზე რეკორდმაისტერის ფეხბურთელებზე კვალი დატოვა.

„ვფიქრობ, ექიმ მიულერ-ვოლფარტს ხვალ კუნთების ტკივილი შეაწუხებს“, - თქვა ღიმილით სვენ ულრაიხმა. გუნდის მთავარმა ექიმმა 90 წუთის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეირბინა მოედანზე, რათა დახმარება აღმოეჩინა დაზიანებული ფეხბურთელებისათვის.

ხავი მარტინესი, რობერტ ლევანდოვსკი, ხამეს როდრიგესი და რაფინია, ოთხივემ ძლიერი დაზიანებები მიიღეს. საბედნიეროდ სერიოზულად არავინ არ დაშავებულა და მალე ყველანი მზად იქნებიან სათამაშოდ.

ლევანდოვსკი სახლში მარცხენა თვალის ქვეშ დიდი პლასტირით გაემგზავრა. თავდამსხმელს ძლიერი დაზიანება დაუდგინდა ყვრიმალის ძვლის და გემატომა. რაფინიას შესვენების წინ მარცხენა მხარი ძლიერად დაუზიანდა, ხამესმაც ასევე ბარძაყის ძლიერი დაზიანება მიიღო .

ფინალურ სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე ჰოაკინ კორეამ უხეში სახით ითამაშა ხავი მარტინესის წინააღმდეგ, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. „ბავარიელმა“ საბედნიეროდ მხოლოდ დაზიანება მიიღო. ოთხივე ფეხბურთელი ხუთშაბათს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ისინი მოედანზე გამოსვლას გლადბახის „ბორუსიასთან“ მატჩში, ჰაინკესი ამას დამასრულებელი ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტს.

არტურო ვიდალმა „სევილიასთან“ მატჩი მუხლის დაზიანების გამო გამოტოვა. ხუთშაბათს ჩილელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.