» » FCB : "ბავარიას" ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს

FCB : "ბავარიას" ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს

13-04-2018, 16:33 -ss- სიახლეები 1

FCB :
მომავალ საფეხბურთო სეზონში, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩი იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკო კოვაჩი "ბავარიას" ოფიცილურად 2018 წლის 1 ივლისს ჩაიბარებს და გუნდში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.



"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ნიკო კოვაჩის სახით მიუნხენის "ბაიერნს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც მოგეხსენებათ, ნიკო ყოფილი ბავარიელია, რომელიც კარგად ცნობილია კლუბში მომუშავე ადამიანებისათვის, იცნობს მთლიან სტრუქტურას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს არის ის მწვრთნელი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნს"
სამომავლოდ ესაჭიროება"
-აცხადებს "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.

შეგახსენებთ, ნიკო კოვაჩი წლების განმავლობაში იცავდა ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებულ სპეციალისტს მიუნხენში ასისტენტის სახით, მისი ძმა რობერტ კოვაჩიც ჩამოყვება, რომელიც ამჟამად მასთან ერთად, ფრანკფურტის "აინტრახტის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.
2
0

dachi8 (13 აპრილი 2018 17:31)

წარმატებები ნიკო, trafaret
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.