» » ჰაინკესი: "გიგანტების შეხვედრა" - კენჭისყრის შემდგომი კომენტარები

ჰაინკესი: "გიგანტების შეხვედრა" - კენჭისყრის შემდგომი კომენტარები

13-04-2018, 17:53 dachi8 სიახლეები 4

ჰაინკესი:
და კვლავ მადრიდის „რეალი“. ბავარიას შანსი გაუჩნდა რევანშისათვის, შარშან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავარდნის გამო. ბავარიელები დიდ პატივს სცემენ ტიტულის მოქმედ მფლობელებს, ხოლო, თომას მიულერმა 2012 წლის გათამაშება გაიხსენა.



კენჭისყრის შემდგომი კომენტარები



კარლ-ჰაინც რუმენიგე: „ეს შესანიშნავი კენჭისყრაა! ჩვენ წინ 2 საინტერესო მატჩი გვაქვს, რომლებსაც სულმოუთმენლად ველი. დაპირისპირებაში წინა 2 სეზონის ტიტულის მფლობელის - ფავორიტის როლი ნათელია“.

ული ჰიონესი: „ის ვისაც სურს ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვოს, ვალდებულია საუკეთესოებს მოუგოს“.

ჰასან სალიჰამიჯიჩი: „ეს უპირობოდ ტოპ-მოწინააღმდეგეა. მათ გუნდში უმაღლესი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მაგრამ ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ხოლო ჩვენი მწვრთნელი ძალიან კარგად იცნობს „რეალს“. წინა წელს ჩვენ მათთან გამოვარდით, ამ სეზონში უკეთესად გვსურს თამაში. ფინალში გასვლა ჩვენი მიზანია. მეტოქეს დიდი პატივისცემით ვეპყრობით, მაგრამ მისი არ გვეშინია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიევში გავემგზავროთ“.

იუპ ჰაინკესი: „ეს გიგანტების შეხვედრაა, პოზიტიური თვალსაზრისით. ეს 2 გუნდია დიდი ტრადიციებით ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში, რომლებსაც უყვართ საინტერესო ფეხბურთის თამაში. რთული კენჭისყრაა ორივე მხარისათვის. მაგრამ არავინ არ იცის, ადვილი იქნებოდა თუ არა „ლივერპულთან“ ან „რომასთან“. სუტუაცია ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. პირადად მე ამ კენჭისყრას არ ვთვლი მეტად არახელსაყრელად“.

ტიაგო: „კვლავ „რეალი“ - დაუჯერებელია!“.

ფრანკ რიბერი: „რთული კენჭისყრაა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში აღმოვჩნდეთ“.

თომას მიულერი: „ნამდვილად 2 მეტად საინტერესო თამაში იქნება. მახსოვს, 2012-ში თუ როგორ გამოვთიშეთ „რეალი“: საშინაო ფინალის გზაზე, ჩემთვის ეს კარგი ნიშანია“.

ჟერომ ბოატენგი: „ყველაზე რთული კენჭისყრაა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ნახევარფინალში არ არიან უბრალო მოწინააღმდეგეები. მაგრამ მას, ვისაც ტურნირში გამარჯვება სურს, ვალდებულია ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს“.

არიენ რობენი: „ეს ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული იქნება გულშემატკივართათვის.
რა თქმა უნდა რთული კენჭისყრაა, ჩვენ ხომ მოქმედი ჩემპიონი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, რომ კიევისაკენ გეზი ავიღოთ“.
3
0

LawLeSS (14 აპრილი 2018 02:21)

მოკლედ, რომ ვთქვათ თუ მსაჯებმა კიდე არ ჩააიმასქნეს თამაშში წესით და რიგით ევროპული კლასიკო გამოვა

თუ შარშანდელს გაიმეორებენ უკვე ცირკი და მასხარაობაც აღარ დაერქმევა ასეთ შეხვედრებს და ზოგადად ჩემპიონთა ლიგას
0

-ss- (13 აპრილი 2018 23:49)

აუ იუპმა თუ ლიგა მოიგო წარმოიდგინე რა იქნება. უყურა 2013 წლის მერე ჩვენ წვალებას მოვიდა მასტერკლასი ჩაატარა და წავიდა :))) თაობებს გაყვება ეს ისტორია
0

dachi8 (13 აპრილი 2018 23:24)

-ss-,
ბავარია - ლივერპული
ჰაინკესი - კლოპი

დიდებული ფინალი იქნება
ორივეს 5-5 ლიგა აქვს მოგებული და ნახე შენ იქ ჯახი და ინტერესი.

წესით ფინალის კარგი ვერსიაა და უეფამ შეიძლება ესეც დადოს. ეგენი ხომ ყველაფერს აწყობენ და იქნებ ესეც ჩააწყონ xixi
0

-ss- (13 აპრილი 2018 21:57)

50/50 ზეა რა. იმედია გავალთ. წელს "წითელი" ფინალი უნდა იყოს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.