» » ჰაინკესი ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს

ჰაინკესი ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს

14-04-2018, 10:48 -ss- სიახლეები 0

ჰაინკესი ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი ინტერნეტ-გამოცემა SportsMole-თან მიცემულ ინტერვიუში, ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს და "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დადებითად აფასებს. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, კოვაჩი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც აუცილებლად დაეხმარება "ბავარიას" შემდგომი წარმატებების მოპოვებაში.

"მე უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ნიკო კოვაჩი სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებთან ერთად, წარმატებულად მუშაობს ფრანკფურტელთა რიგებში. ის ამას უბრალოდ შესანიშნავად აკეთებს, სწორედ ამიტომაც გახდება იგი "ბაიერნის" მომავალი თავკაცი. მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით გამოვყოფდი მის მონდომებას. ნიკო ნოვატორია. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთი განსაკუთრებით უყვარს და მოთამაშეებთან შესანიშნავ კავშირებს ამყარებს. მიმაჩნია, რომ "ბაიერნმა" ბრწყინვალე არჩევანი გააკეთა"-აცხადებს გერმანული გრანდის დამრიგებელი.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, იუპ ჰაინკესისგან განსხვავებით, უკმაყოფილებას არ მალავდა ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გაკვირვებულები ვართ იმით, რომ "ბავარიამ" ნიკო კოვაჩის დანიშვნის შესახებ განცხადება, სწორედ ახლა გააკეთა. ჩვენ წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ის, რომ ეს სიახლე მიუნხენიდან გაჟღერდა და არა ფრანკფურტიდან, მიუთითებს არაპროფესიონალიზმზე, ისევე როგორც უპატივცემულობაზე."-აღნიშნა ბობიჩმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.