» » Bild : ოლივერ კანი ბუფონის შესახებ საუბრობს

Bild : ოლივერ კანი ბუფონის შესახებ საუბრობს

14-04-2018, 15:20 -ss- სიახლეები 0

Bild : ოლივერ კანი ბუფონის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი, ლეგენდარული ოლივერ კანი, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა იტალიელ კიპერს, საკუთარი საფეხბურთო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაესრულებინა.


"ჩემი აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ის თუ როდის არის შესაფერისი დრო საფეხბურთო კარიერის დასრულებისთვის. ვფიქრობ ბუფონს შეეძლო მსგავსი დამცირებისაგან თავი აერიდებინა, როგორც მადრიდში გამართული შეხვედრის დროს ისე იტალიის თასის მატჩში, თუ იგი არ იქნებოდა შეპყრობილი იმ ოცნებით, რომ ახალ-ახალ რეკორდებსა და გამარჯვებებს მიაღწევდა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე."

"რაღაც დროს დგება მომენტი, როდესაც აქტიური სპორტიდან უნდა წახვიდე. ბუფონის კარიერას, ხსენებული წითელი ბარათით ან იმით, რომ მან ამ ტურნირზე ვერ გაიმარჯვა, ჩრდილი არ მიადგება. ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო მეკარე. აი რა ემახსოვრება ხალხს ჯიჯი ბუფონის შესახებ"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Bild-ი ოლივერ კანის სიტყვებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.