მიუნხენის "ბაიერნი" - მ.გლადბახის წინააღმდეგ » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მიუნხენის "ბაიერნი" - მ.გლადბახის წინააღმდეგ

მიუნხენის "ბაიერნი" - მ.გლადბახის წინააღმდეგ

14-04-2018, 17:52 -ss- სიახლეები / სტატისტიკა 3

მიუნხენის
დღეს მიუნხენის "ბაიერნი" თავის პირველ დაპირისპირებას გამართავს გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, მას შემდეგ რაც კლუბმა ზედიზედ მეექვსედ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის გაფორმება. მართალია მიუნხენელებისათვის ყველაფერი უკვე გარკვეულია, თუმცა ისტორია ცხადყობს, რომ ამ გუნდებს შორის ორთაბრძოლა მოსაწყენი არასოდეს ყოფილა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, ზემოხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

რიგით მე-100 მატჩი

მოახლოებული დაპირისპირება "რეკორდმაისტერსა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შორის რიგით მეასეა. გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, მხოლოდ "ჰამბურგისა" (106) და "ვერდერის" (104) წინააღმდეგ აქვს "ბაიერნს" უფრო მეტი შეხვედრა ჩატარებული. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებსაც თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ რომ ბავარიელთა აქტივში 47 გამარჯვებაა აღნიშნული. 23 შეხვედრაში ბორუსიელებმა იმარჯვეს, ხოლო 29 მატჩი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება გატანილი ბურთების თანაფარდობას. მიუნხენელთა ანგარიშზე 185 გოლია აღნიშნული. მ-გლადბახის შემთხვევაში კი 123.

გლადბახი იუბილარია

სტუმარი გუნდისათვის, "ალიანც არენაზე" დღეს გასამართი შეხვედრა საიუბილეოა. 1700 ჩატარებული მატჩი ბუნდესლიგაში! ამათგან ხსენებულმა კლუბმა 683 ჯერ გამარჯვება იზეიმა. 567 ჯერ დამარცხდა, ხოლო ფრედ დაასრულა 449 შეხვედრა. ამ მაჩვენებელით გუნდი მე-6 პოზიციას იკავებს ბუნდესლიგის, ყველა დროის სატურნირო ცხრილში.

ხავი მარტინესის მონაგარი

შეტევა იგებს შეხვედრას, ხოლო დაცვა ტიტულებს. მიუნხენის "ბაიერნმა" უკვე მერამდენედ დაამტკიცა ეს საფეხბურთო სიბრძნე. საკუთარ კარებში მიღებული 21 გოლით, ბავარიელებს შეუძლიათ იამაყონ. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ხავი მარტინესის ბრწყინვალე სტატისტიკური მონაცემი. როგორც ირკვევა, როდესაც ესპანელი ფეხბურთელი მოედანზეა "ბავარია" მხოლოდ 178 წუთში უშვებს 1 გოლს.

წაუგებელი სერია გრძელდება

მიუნხენური კლუბი "ალიანც არენაზე", ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, უკვე 36 მატჩია რაც არ აგებს. 29 გამარჯვება და 7 ფრე. ბოლო გუნდი, რომელმაც "ალიანც არენაზე" 3 ქულა აიღო ეს საფეხბურთო კლუბი მაინცია. (2016 წლის 5 მარტი). მაშინ სტუმრებმა ანგარიშით 1-2 იმარჯვეს. აღსანიშნავია ბავარიელთა გამარჯვება დორტმუნდის ბორუსიასა (6-0) და ჰამბურგის წინააღმდეგ (6-0) გამართულ მატჩებშიც. ამ დრომდე არასდროს, არცერთ სხვა გერმანულ გუნდს, საშინაო კედლებში ზედიზედ ორჯერ ექვსბურთიანი სხვაობით არ მოუგია.

გლადბახის კაპიტანი დისკვალიფიცირებულია

სტუმარი გუნდის დამრიგებელი დიტერ ჰეკინგი გარკვეული საკადრო პრობლემების წინაშე დგას. გუნდს ვერ დაეხმარება კაპიტანი ლარს შტინდლი, რომელიც ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია. ასევე, ხსენებულ მატჩში მონაწილეობას სავარაუდოდ არ მიიღებს დენის ზაქარია და იანიკ ვესტერგორი. ამ მხრივ, გარკვეული პრობლემები აქვს მიუნხენის "ბაიერნსაც". თომას მიულერი, სანდრო ვაგნერი, რაფინია და ჟერომ ბოატენგი, ყვითელი ბარათებით არიან დატვირთულები.

მსაჯი

შეხვედრას დოქტორი რობერტ კამპკა განსჯის. შეგახსენებთ სწორედ ხსენებული 36 წლის არბიტრი უძღვებოდა მატჩს ბუნდესლიგის მე-19 ტურში, სადაც მიუნხენის "ბაიერნმა" საფეხბურთო კლუბი "ვერდერი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
3
1

dachi8 (14 აპრილი 2018 19:06)

-ss-,
que surprise მართლა? საღოლ bayern goood
1

James11 (14 აპრილი 2018 18:04)

ციტატა: -ss-
რიგით მე-400 სტატია, ზომაშიც სოლიდური უნდა ყოფილიყო kicha lotebi

გილოცავ
2

-ss- (14 აპრილი 2018 18:01)

რიგით მე-400 სტატია, ზომაშიც სოლიდური უნდა ყოფილიყო kicha lotebi
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.