» » "ბავარიამ" მიონხენგლადბახის "ბორუსია" გაანადგურა

"ბავარიამ" მიონხენგლადბახის "ბორუსია" გაანადგურა

15-04-2018, 09:49 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 3

"ალიანც არენაზე" შეკრებილი გულშემატკივარი, უხვგოლიანი მატჩის მომსწრე გახდა. შაბათს 14 აპრილს, მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 30-ე ტურის ეგიდით, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლა და გამანდგურებელი ანგარიშით (5-1) სძლია მეტოქე გუნდს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ "ბავარიელები" გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ, ისინი კვლავაც ჩვეული დომინირებით უტევდნენ მოწინააღმდეგეს და მათ მცირეოდენი შანსიც კი არ დაუტოვეს. გთავაზობთ შეხვერის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

ული ჰიონესი -"ამ დრომდე ჩვენი ასპარეზობა ბუნდესლიგაში, უბრალოდ შესანიშნავია. დღეს ჩვენ ტოპ-შემადგენლობით არ გვითამაშია, თუმცა მიუხედავად ამისა პირველი 20 წუთის შემდეგ გლადბახი საკუთარ კარებთან მაინც მივაჯაჭვეთ. ამ თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. ჩვენ უმაღლესი კლასის გუნდი გვყავს, რომელიც სერიოზულ ფეხბურთს დემონსტრირებს."

იუპ ჰაინკესი -"დღეს ჩვენი 20 წუთი დაგვჭირდა იმისათვის, რომ საჭირო ტემპი აგვეკრიფა. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და თამაშის სადავეები ხელთ ვიგდეთ, რის შედეგადაც ანგარიში ძალიან მალე გავათანაბრეთ. სულ ცოტა ხანში კი წინ გავედით. შეხვედრის მეორე ნახევარში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ, განსაკუთრებით კარგად ვმოქმედებდით გადაცემების შესრულების დროს. სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებიან მინდორზე, დღევანდელ შეხვედრაში ძალზედ მოტივირებულები იყვნენ და ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ"

დავიდ ალაბა -"შეხვედრის საწყის წუთებში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. გლადბახმა ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო, თუმცა საკუთარი თამაშის პოვნა ჩვენც მალე მოვახერხეთ. მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ მარჯვენა ფეხით თამაში გავაუმჯობესე. მოხარული ვარ, რომ დღეს გოლის გატანაც მოვახერხე. შეხვედრის განმავლობაში არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობდი და ეს ძალიან, ძალიან კარგია. ჩვენი მიზანია ამ ტემპში გავაგრძელოთ და მოედანზე მწვრთნელის მიერ გაცემული დავალებები, სისრულეში მოვიყვანოთ."

დიტერ ჰეკინგი (მ.გლადბახის მთავარი მწვრთნელი) -"დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ. ყველამ კარგად იცის, რომ "ბავარიას" ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვედრაზე საკუთარი კვალი დატოვოს. მაგრამ ის რაც 3-1 ის მერე მოხდა, უბრალოდ აღმაშფოთებელია. ჩვენ ძალიან ცუდათ ვიცავდით თავს და მეტოქეს მივეცით შესაძლებლობა თამაში სრულად ეკონტროლებინა. რის შედეგადაც ისინი აკეთებდნენ ყველაფერს რასაც კი მოისურვებდნენ. დღეს ჩვენ საკუთარი თავი სრულებით ვერ წარმოვაჩინეთ."

კრისტოფ კრამერი (მიონხენგლადბახის "ბორუსია")-"პირველი 20 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. სწორედ ასეთი თამაში გმართებს თუ გსურს რომ "ბაიერნთან" რამეს გახდე. ბურთთან ერთადაც თამამად ვმოქმედებდით. მას შემდეგ რაც საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ უმჯობესი იქნებოდა იგივე ტემპით გაგვეგრძელებინა ასპარეზობა და საკუთარ ნახევარზე არ ჩავმჯდარიყავით. ამის შემდეგ "ბავარიამ" ბრწყინვალედ ითამაშა. თავის დაცვა ძალიან გვიჭირდა."
1
1

Gallardo (15 აპრილი 2018 12:19)

-ss-,
ვაგნერი განსაკუთრებით, ცოტა ტოლისო მეჩვენება ამოვარდნილი
1

-ss- (15 აპრილი 2018 10:37)

Gallardo,
კი ცალი ფეხით მოვუგეთ. ისე სასტარტო რომ დავინახე არ მეგონა ამხელა უპირატესობით თუ ჩაივლიდა მატჩი, მაგრამ დამშეულები არიან სათადარიგო ფეხბურთელებიც და გადაუარეს :))
1

Gallardo (15 აპრილი 2018 10:26)

თავიდან მართლა ძაან მძიმედ დაიწყეს მაგრამ გოლის შემდეგ გლადბაცმაც ძაან მიქარა, მთელი გუნდით ყრუ დაცვაში ჩადგნენ და შედეგიც სახეზეა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.