» » ჰიონესი ფრედი ბობიჩს პასუხობს

ჰიონესი ფრედი ბობიჩს პასუხობს

15-04-2018, 10:35 -ss- სიახლეები 3

ჰიონესი ფრედი ბობიჩს პასუხობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ გაჟღერებულ მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერის" მომავალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩის დანიშვნას და ხსენებული სიახლის გავრცელებას, ფრანკფურტელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ბობიჩმა მიუნხენური კლუბის დირექცია არაპროფესიონალიზმსა და მავნებლობაში დაადანაშაულა.

"მცირედით გაკვირვებულები ვართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როდის იქნებოდა უმჯობესი ხსენებული სიახლე ფრანკფურტელებისთვის გვემცნო, ახლა თუ სეზონის ბოლოს. რაც თავის მხრივ წარმოუდგენელი იქნებოდა. მაშინ ვთქვით, რომ თუ ჩვენ აღმოვჩნდებოდით მსგავს სიტუაციაში, დაინტერესებულები ვიქნებოდით, რაც შეიძლება მალე გაგვეგო იმის შესახებ, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი გუნდს ტოვებს. ამ შემთხვევაში კი სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 4 კვირაა დარჩენილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გვემოქმედა რაც შეიძლება სწრაფად. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ის ბუმერანგი, რაც ჩვენი კეთილი ჟესტის მერე დაგვიბრუნდა."-ციტირებს მიუნხნის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი ული ჰიონესის სიტყვებს.

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ. "ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ არანაირი უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს. ვმოქმედებდით სუფთად და სერიოზულად. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი სრულიად გამჭირვალე იყო. ყველაფერი კი ხუთშაბათ დღეს დაიწყო. მე მესმის, ფრედი ბობიჩი უკმაყოფილოა იმით, რომ მთავარი მწვრთნელი ვისთან ერთადაც იგი მთელი ორი წლის განმავლობაში წარმატებულად მუშაობდა, გუნდს ტოვებს. მაგრამ ჩვენ არ გვიმოქმედია დამამცირებლად ან მავნებლურად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვიყავით სუფთა და თანმიმდევრული."
2
0

Gallardo (15 აპრილი 2018 13:52)

-ss-,
უფრო ადრე როგორ ეტყოდა, ოფიციალურად გამოცხადებამდე კოვაჩი ამბობ წინა საღამოს დამირეკეს და შემომთავაზეს, მეც დავთანხმდიო, ამის შემდეგ შევატყობინე ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებსო. წინასარ ულიმაც ხომ არ იცოდა რომ დათანხმდებოდა 100%
1

-ss- (15 აპრილი 2018 12:41)

Gallardo,
მართალია ული რასაც იძახის წინასწარ უნდა ემცნოთ, მაგრამ ალბათ იმაზე არიან ისინი გაბრაზებულები რომ საჯაროდ გავრცელდა ეს ინფო და ფეხბურთელების ყურამდე მივიდა, რაც შეიძლება მათზე აისახოს. დაერეკა ისე ამასაც და მხოლოდ ტელეფონით ეცნობა ხელმძღანელობისთვის, რავიცი
1

Gallardo (15 აპრილი 2018 12:22)

როგორც უნდა მოიქცეს ბავარია სხვა კლუბების დამოკიდებულება მაინც იგივე იქნება, გორეცკას ტრანსფერის შემთხვევაშიც ასე იყო
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.