» » Daily Mail : გვარდიოლას ტიაგო ალკანტარა სურს

Daily Mail : გვარდიოლას ტიაგო ალკანტარა სურს

15-04-2018, 14:05 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Daily Mail : გვარდიოლას ტიაგო ალკანტარა სურს
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს, ცნობილი საინფორმაციო-პორტალი Daily Mail-ი. როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, დაინტერესებულია მიუნხენური კლუბის ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერით. სახელდება კონკრეტული თანხაც. როგორც ირკვევა ინგლისელები მზად არიან ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ტიაგო ალკანტარამ მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, ყველა ტურნირზე ჯამში 24 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა ექვსი გოლი და განახორციელა ერთი შედეგიანი გადაცემა. აღნიშნულ ფეხბურთელსა და "რეკორდმაისტერს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა კი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, ხოსეპ გვარდიოლას და ტიაგო ალკანტარას ერთად რამდენიმე წელი აქვთ გატარებული. მათი საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2013 წლამდე კატალონიის "ბარსელონას" რიგებში დაიწყო და შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში გაგრძელდა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.