SportsMole: ული ჰიონესი თომას ტუხელის შესახებ საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » SportsMole: ული ჰიონესი თომას ტუხელის შესახებ საუბრობს

SportsMole: ული ჰიონესი თომას ტუხელის შესახებ საუბრობს

16-04-2018, 12:49 -ss- სიახლეები 3

SportsMole: ული ჰიონესი თომას ტუხელის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ინტერნეტ-გამოცემა SportsMole-თან მიცემულ ინტერვიუში, თომას ტუხელის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გერმანული გრანდი ხსენებულ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ბავარიელთა ხელმძღვანელის განცხადებით, ტუხელმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და "ბაიერნის" შეთავაზება უარყო.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვციდლობდით, რომ იუპ ჰაინკესი კლუბში დარჩენილიყო. როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ მას ვერ დავიყოლიებდით, დავიწყეთ მოლაპარაკება იმ სპეციალისტთან, რომელიც თავისუფალი იყო - თომას ტუხელთან. მან კი ჩვენ განგვიცხადა, რომ საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ უკვე ჩამოყალიბებული იყო. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო სიახლე გახლდათ , თუმცა ამით შოკირებულები არ დავრჩენილვართ. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ნიკო კოვაჩთან დაკავშირებით"- განაცხადა ული ჰიონესმა.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 2018 წლის 1 ივლისს "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის პორტფელს ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს, რომელიც გუნდში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
2
0

dachi8 (18 აპრილი 2018 02:32)

Gallardo,
აშკარად ელოდებოდნენ, სანამ გაიგებდნენ რომ სხვა კლუბს დასთანხმდებოდა და მერე მიაკითხეს kicha
0

Gallardo (17 აპრილი 2018 11:55)

dachi8,
მეც მასე მგონია, აშკარად არ ლაპარაკობს გულახდილად, უბრალოდ თქვა მომზადებული ტექსტი
2

dachi8 (17 აპრილი 2018 10:58)

ცოტა უცნაურია, როგორც ჰიტცფილდმა თქვა, რომ ნდომოდათ ტუხელი, აქამდე უკვე რამოდენიმეჯერ დაუკავშირდებოდნენო dont
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.