ჰაინკესი: მძიმე მატჩი გველის » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰაინკესი: მძიმე მატჩი გველის

ჰაინკესი: მძიმე მატჩი გველის

16-04-2018, 23:16 -ss- სიახლეები / ანონსი 3

ჰაინკესი: მძიმე მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, 17 აპრილს გერმანიის თასის ეგიდით გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. მიუნხენელებს ლევერკუზენის "ბაიერთან" მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ. 72 წლის სპეციალისტი საკუთარ ფეხბურთელებს მაქსიმალური ყურადღებისაკენ მოუწოდებს.



"გერმანიის თასის ფინალში ასპარეზობა, თითოეული ჩვენთაგანისათვის განსაკუთრებული მომენტია. ჩვენი სურვილია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა მივიღოთ, ამისათვის კი ჯერ ლევერკუზენის "ბაიერი" უნდა დავამარცხოთ, რაც მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ბავარია მნიშვნელოვან შეხვედრებში შესანიშნავად ასპარეზობს. ჩვენი მოწინააღმდეგეც ჩინებულ ფორმაში იმყოფება, ისინი ძალიან ძლიერ ფეხბურთს დემონსტრირებენ. სათასო შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი გუნდი კარგად არის მომზადებული და მახარებს ის გარემოებაც, რომ ფეხბურთელები სათანადო მოტივაციით ხვდებიან ხსენებულ დაპირისპირებას."-ციტირებს გამოცემა TZ იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლევერკუზენის "ბაიერის" თავკაცმა ჰაიკო ჰერლიხმაც. "წინა შეხვედრებთან შედარებით, ჩვენი თამაშის ხარისხი მცირედით გაუმჯობესებულია. გარდა ამისა ეს სულ სხვა ტურნირია. იმისათვის, რომ ფინალში გასვლა შევძლოთ მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ უნდა განვითარდეს. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება იქნება"

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნული შეხვედრა ლევერკუზენის "ბაიერსა" და მიუნხენურ გრანდს შორის 17 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს
2
0

Gallardo (17 აპრილი 2018 11:57)

dachi8,
იუხეშებენ, ორი აზრი არ არის ამაზე
1

-ss- (17 აპრილი 2018 11:33)

dachi8,
იმედია არაა worthy worthy worthy
2

dachi8 (17 აპრილი 2018 11:00)

ვიღაცას აჩეხავენ ფარმაცევტები აშკარად, ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.