» » ერთი ნაბიჯი ფინალამდე

ერთი ნაბიჯი ფინალამდე

17-04-2018, 11:32 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ერთი ნაბიჯი ფინალამდე
მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან' მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებიდან, სულ რაღაც სამ დღეში, გერმანიის "რეკორდმაისტერს" ურთულესი ორთაბრძოლის გადატანა მოუწევს ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ზემოხსენებულ მეტოქესთან პაექრობაში ჩაებმება. სასწორზე კი გერმანიის თასის ფინალის საგზური დევს, რომელიც ამაწლის 19 მაისს, ქალაქ ბერლინში გაიმართება.


"საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაც საკითხებს ახლა უფრო მშვიდად ვუყურებ ვიდრე ამას უწინ ვაკეთებდი. ჩვენს მიერ ნაჩვენებ ბოლო შედეგებს თუ გადავხედავ, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. ყველაფერი ეს ჭეშმარიტად საფეხბურთო ხელოვნებას წარმოადგენს. ჩვენ ძალზედ კარგად ვართ მომზადებულები, გუნდის თითოეული მოთამაშე მოტივირებულია და ტოპ-ფორმაში იმყოფება"-აღნიშნა პრესკომფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იუპ ჰაინკესმა.

არტურო ვიდალის და კორენტინ ტოლისოს გარეშე


ბავარიელთა დამრიგებელი, აღნიშნულ დაპირისპირებას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება. მანუელ ნოიერისა და კინგსლი კომანის გარადა, მიუნხენის "ბაიერნს" არტურო ვიდალი და კორენტინ ტოლისოც ვერ დაეხმარება. "კოკოს ჰემატომა აღენიშნება, გლადბახელთა წინააღმდეგ თამაშის დროს მან დარტყმა, დაზიანებულ არეში მიიღო."-აღნიშნა ჰაინკესმა.

მიონხეგლადბახის "ბორუსიასთან" გამართული შეხვედრის მსგავასდ, ლევერკუზენის "ბაიერთან" გასამართი მატჩიც განსაკუთრებული იქნება 72 წლის ლეგენდარული სპეციალისტისათვის. შეგახსენებთ, 2009-2011 წლებში სწორედ იუპ ჰაინკესი წვრთნიდა "ფარმაცეფტებს". -"ჩვენ ვიყავით წარმატებულები არამხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ ყველანი ერთად ძალზედ ჰარმონიულად ვმუშაობდით. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი შეხვედრა არ იქნება, მაგრამ მზად ვარ ამაზე არ ვიფიქრო"-იძახის იუპი, რომელიც ამ დრომდე შესანიშნავ კავშირებს ინარჩუნებს, ლევერკუზენის "ბაიერის" თანამშრომლებთან.

დიდი პატივისცემა "ბაიერს"


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იუპ ჰაინკესის შეგირდების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბერლინში ასპარეზობის უფლების მოპოვებაა. რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგანაც მიუნხენური კლუბის დღევანდელი მოწინააღმდეგე, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. "ისინი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან. ბრწყინვალე ფეხბურთს დემონსტრირებენ, მათ გუნდში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ასპარეზობს. ეს კლუბი შესანიშნავად არის დაბალანსებული, როგორც გამოცდილი ისე ახალგაზრდა ფეხბურთელებით. ეს ურთულესი მატჩი იქნება"-აფრთხილებს საკუთარ ფეხბურთელებს გერმანული გრანდის თავკაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ლევერკუზენის "ბაიერი" უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლებს.

"ერთმანეთს, დაუპირისპირდება ორი გუნდი, რომელიც გამოირჩევა ფრთხილი და ამავედროს ქრეატიული ფეხბურთის დემონსტრირებით. გულშემატკივრებისათვის ეს იქნება ნამდვილი დღესასწაული. ჭეშმარიტი სათასო ბრძოლა"-აცხადებს ჰაინკესი
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.