» » ალაბა: ძალიან რთული მატჩი გველის

ალაბა: ძალიან რთული მატჩი გველის

17-04-2018, 13:50 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ალაბა: ძალიან რთული მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელები, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, fc bayern tv-სთან მიცემულ ინტერვიუში, დღეს გასამართი დაპირისპირების შესახებ საუბრობენ. ხსენებული ფეხბურთელები ერთ აზრზე თანხმდებიან, იმისათვის რომ "ბავარიამ" შეძლოს და ბერლინში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს, ამისათვის მათ მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაიღონ.


"ეს იქნება ძალიან რთული დაპირისპირება, რადგანაც ლევერკუზენის "ბაიერი" შესანიშნავი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ინდივიდუალურად ბრწყინვალე ფეხბურთელებით. მათი სათამაშო რითმი მართლაც, რომ აღსანიშნავია. ისინი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან. ჩვენ ვიცით თუ რას უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგე გუნდისაგან. ჩვენი სურვილია სრულ მაზდყოფნაში შევხვდეთ ამ ორთაბრძოლას და მოედანზე გავიღოთ საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტი."-აცხადებს დავიდ ალაბა.

"გერმანიის თასის ნახევარფინალში ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. ლევერკუზენის "ბაიერი" ამ მატჩს საშინაო კედლებში ხვდება, ისინი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან, ასე, რომ წარმატების მიღწევისათვის მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს. ჩვენ ორი სხვადასხვა ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით, გარდა ამისა უკვე ვიზეიმეთ ნაციონალური ჩემპიონობის პირველობა. ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურად განგვაწყობს, თუმცა თითოელ მატჩში მაქსიმალური ყურადღების შენარჩუნება გვმართებს. ჩვენ ტიტულები გვწყურია"-დასძინა ჟერომ ბოატენგმა.

შეგახსენებთ, გერმანიის თასის ნახევარფინალური ორთაბრძოლა, ლევერკუზენის "ბაიერსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.