» » ხამესი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ საუბრობს

ხამესი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ საუბრობს

18-04-2018, 12:06 -ss- სიახლეები 0

ხამესი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა tageszeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, ყოფილი კლუბის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გერმანელებმა იციან, თუ რა უნდა დაუპირისპირონ სამეფო გუნდის ფეხბურთელებს. როდრიგესის განცხადებით, სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარს წინ ორი დაუვიწყარი საღამო ელის.


"ჩემი აზრით, ამ შეხვედრაში არ უნდა განვეწყოთ ისე, თითქოს ეს მატჩი ერთგვარი რევანშია წინა წელს მომხდარი მოვლენების გამო. ეს ორი შეხვედრა ფინალისკენ მიმავალ ჩვენ გზას წარმოადგენს. მადრიდის "რეალს" განსხვავებით ნაციონალური ჩემპიონატისა, სრულიად სხვა მდგომარეობა აქვს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. მათ სურთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღონ. ისტორია ცხადყოფს, რომ "ბავარიამ" კარგად უწყის, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს მადრიდულ გრანდს. როდესაც ამ ტურნირზე ასე შორს გადიხარ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის შეხვდები. რეალი, ლივერპული და რომა, არცერთი ეს გუნდი უბრალო მოწინააღმდეგე არ არის. მე მჯერა, რომ ორ ძალიან კარგ შეხვედრას ჩავატარებთ"-ციტირებს ხამეს როდრიგესის სიტყვებს გამოცემა tageszeitung-ი.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, მიუნხნის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის 25 აპრილს "ალიანც არენაზე" გაიმართება. განმეორებითი მატჩი კი ესპანეთის დედაქალაქში 1 მაისს არის ჩანიშნული.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.